სალიმა მაზარიავღანელი პოლიტიკოსი, ბალხის პროვინციის ჩარკინტის რაიონის გუბერნატორი. ავღანეთის სამი გუბერნატორი ქალიდან ერთ-ერთი.[2]

სალიმა მაზარი
პუშტუ سلیمه مزاری
დაბადების თარიღი 1980
დაბადების ადგილი ირანი[1]
მოქალაქეობა  ავღანეთი[1]
განათლება თეირანის უნივერსიტეტი
ჯილდოები 100 ქალი[1]

ბიოგრაფია რედაქტირება

სალიმა მაზარი დაიბადა 1980 წელს ირანში, ავღანეთიდან საბჭოთა ოკუპაციას გაქცეულ ოჯახში.[3] იგი გაიზარდა ირანში, დაასრულა თეირანის უნივერსიტეტი და ავღანეთში დაბრუნებამდე მუშაობდა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციაში.[4] 2018 წელს გახდა ბალხის პროვინციის ჩარკინტის რაიონის გუბერნატორი, როგორც გუბერნატორი, მან ჩამოაყალიბა შეიარაღებული რაზმი თალიბების წინააღმდეგ საბრძოლველად.[5]

2021 წელს თალიბანის შეტევის ფონზე მან უარი თქვა გაქცევაზე, როგორც ეს გააკეთა ქვეყნის სხვა რამდენიმე გუბერნატორმა, მისმა რაიონმა მნიშვნელოვანი წინააღმდეგობა გაუწია თალიბანის რეჟიმს. ქაბულის აღებისა და ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის სრული დაშლის შემდეგ ჩარკინტის რაიონი იყო ერთ-ერთი ის რაიონი, რომელიც თალიბებს ჯერ კიდევ არ ჰქონდათ აღებული.[6] 18 აგვისტოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ იგი დააპატიმრეს თალიბებმა.[7][8]

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 1.2 https://www.bbc.com/news/world-59514598
  2. „This is the first time I am holding a gun“: Afghans take up arms to fight the Taliban
  3. Salima fights on frontline against Taliban and corruption. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-07-18. ციტირების თარიღი: 2021-08-19.
  4. Zainab Pirzad. (11 August 2021) ‘Sometimes I have to pick up a gun’: the female Afghan governor resisting the Taliban. The Guardian. ციტირების თარიღი: 18 August 2021.
  5. With the Militias in Afghanistan
  6. Geeta Mohan. (18 August 2021) Salima Mazari, who took up arms to fight Taliban in Balkh Province, captured in Afghanistan. India Today. ციტირების თარიღი: 18 August 2021.
  7. Afghanistan Crisis: Salima Mazari, who raised her voice against Taliban, taken hostage. Zee News (18 August 2021). ციტირების თარიღი: 18 August 2021.
  8. Who is Salima Mazari? 7 Things About The Afghani Woman Governor Who Has Been Captured. Shethepeople (18 August 2021). ციტირების თარიღი: 18 August 2021.