სალაკა
სალაკა, ბალტიის ქაშაყი (ლათ. Clupea harengus membras) — ატლანტური ქაშაყის ქვესახეობა. მისი სხეულის სიგრძე 20 სმ, მასა 25-50 გ აღწევს. პელაგური თევზია, დაცურავს ქარავნებად, იკვებება კიბოსნაირებით, არსებობს სალაკის გაზაფხულისა და შემოდგომის რასები. პირველი მრავლდება გაზაფხულზე, მეორე — შემოდგომაზე. დიდი სარეწაო მნიშვნელობა აქვს. მისგან ამზადებენ კონსერვებს, იყენებენ აგრეთვე ნედლს, შებოლილს და დამარილებულს.
სალაკა | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
| ||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||
| ||||||
ლათინური სახელი | ||||||
Clupea harengus membras | ||||||
|
ლიტერატურა
რედაქტირება- დემეტრაშვილი მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 686.