საკურცხილი
საკურცხილი (სვან.), საკარცხული (რაჭა) — საუფროსო სავარძელი, რომელშიც სვანეთში ოჯახის უფროსი, ქორა მახვში ჯდებოდა. თლიდნენ ხისგან, ჰქონდა საზურგე და მკლავსაყრდენი. წინა სვეტების პირი შემკული იყო გეომეტრიული ორნამენტითა და ასტრალური სიმბოლოებით. საკურცხილის საკულტო დანიშნულებითაც იყენებდნენ, საპატიო როლს თამაშობდა მიცვალებულთა მოსაგონარ სარიტუალო ჩვეულებების შესრულების დროსაც.
ლიტერატურა
რედაქტირება- ბედუკიძე ლ., ქსე, ტ. 8, გვ. 685, თბ., 1984