საკურთხისის წმინდა გიორგის ეკლესია

საკურთხისის წმინდა გიორგის ეკლესია, უმზეურა — არქიტექტურული ძეგლი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ წინარეხიდან სამხრეთით, 10 კმ-ზე, ნასოფლარ საკურთხისის სამხრეთით 300-400 მეტრზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.

ეკლესია დარბაზულია (5,3 X 3,8 მ), ნაგებია სხვადასხვა ზომის და ფორმის ქვიშაქვით. შესასვლელი სამხრეთიდან ჰქონია (შემორჩენილია წირთხლების ნაწილი). ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე ვიწრო სწორკუთხა სარკმელი ყოფილა.

ლიტერატურა

რედაქტირება