საკრამულოს ღვთისმშობლის ეკლესია
საკრამულოს ღვთისმშობლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ საკრამულოს სამხრეთ-დასავლეთით, 2 კილომეტრზე, ტყეში. განეკუთვნება შუა საუკუნეებს.
ეკლესია დარბაზულია, ნაგებია რიყის ქვით, აღმოსავლეთით დასრულებულია ნახევარწრიული ფორმის შვერილი აფსიდით. ძლიერ დაზიანებულია: შემორჩენილია სამხრეთი და დასავლეთი კედლების მცირე ნაწილები, აფსიდის სამხრეთი გვერდის ნახევარი და ჩრდილოეთ კედლის ნაშთი. შესასვლელი სამხრეთი კედლის აღმოსავლეთ ნაწილშია, რომლის დასავლეთით შემორჩენილია პილასტრის მცირე ნაწილი.
ეკლესიას სამხრეთიდან ეკვრის ნანგრევებად ქცეული, აფსიდიანი ვიწრო მინაშენი, რომელსაც შესასვლელი სამხრეთიდან ჰქონდა.
ლიტერატურა
რედაქტირება- დვალი თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 306.