საკმლის გზა
საკმლის გზა - უდაბნოს ქალაქები ნეგევში — მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი სამხრეთ ისრაელში. იგი იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობად 2005 წელს აღიარა თავის უნივერსალური ღირებულების გამო.
საკმლის გზა* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | ისრაელი |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | iii, iv |
სია | [1] |
რეგიონი** | აზია |
კოორდინატები | 31°05′51″ ჩ. გ. 34°39′28″ ა. გ. / 31.09750° ჩ. გ. 34.65778° ა. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 2005 (29-ე სესია) |
ნომერი | 1107 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1107 ინგლ. • რუს. • ფრ. |
ნეგევის უდაბნოში მდებარე ოთხ ქალაქს, საკმლისა და სანელებლების გზები აკავშირებს ერთმანეთთან, რომლებიც ხმელთაშუა ზღვისკენ მიემართება. ეს ქალაქებია: ავდათი, ჰალუზა, მამშიტი და შივტა. აშენებულ იქნა უძველესი არაბული ტომების მიერ, გარდა ამისა, მათ ციხე-სიმაგრეც აუგიათ და უდაბნოს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას მისდევდნენ. შემორჩენილია საირიგაციო სისტემაც.
ამ გზის ნაკვალევები დღესაცაა შემორჩენილი და ამტკიცებს, რომ ნეგევის უდაბნო კომერციული და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის გამოიყენებოდა.