საირმე (ცაგერის მუნიციპალიტეტი)
საირმე — ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლების ზედა საირმისა და ქვედა საირმის ძველი სახელწოდება. სოფლების მახლობლად შემონახულია შუა საუკუნეების ციხე „უდაბნოს“ მონასტერი (ეკლესია, 1766; სამრეკლო, XVIII საუკუნე და სხვა ნაგებობანი, XVIII-XIX საუკუნეები). სოფელში ამზადებდნენ თიხის ჭურჭელს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 665.