საიპლი
საიპლი (ინგლ. Siple Island) — კუნძული სამხრეთის ოკეანეში, ამუნდსენის და როსის ზღვებს შორის საზღვართან.
საიპლის რუკა | |
გეოგრაფია | |
---|---|
მდებარეობა | ანტარქტიდა |
კოორდინატები | 73°51′ ს. გ. 125°50′ დ. გ. / 73.850° ს. გ. 125.833° დ. გ. |
ფართობი | 6390 კმ² |
სიგრძე | 110 კმ |
უმაღლესი წერტილი | 3110 მ |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | 0 (2014) |
საიპლის კუნძული მდებარეობს მერი ბერდის მიწის ჩრდილოეთით, მისი გეოგრაფიული კოორდინატები ხვდება ანტარქტიდის შესახებ შეთანხმების მოქმედების ზონაში.
კუნძული პრაქტიკულად მთლიანად დაფარულია მყინვარებით და თოვლით, სიგრძე აღწევს 110 კმ-ს, უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან — ფარისებრი ვულკანი მონტ-საიპლი (3110 მეტრი). აბსოლუტური სიმაღლის მიხედვით ეს 17-ე კუნძულია მსოფლიოში.
კუნძულმა თავისი სახელი მიიღო ამერიკელი ანტარქტიკის მკვლევარის, გეოგრაფის — პოლ საიპლის პატივსაცემად.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- საიპლი დაარქივებული 2020-06-14 საიტზე Wayback Machine. — გეოგრაფიულ სახელთა საინფორმაციო სისტემა (ინგლისური)