საიმპერიო რაინდი

(გადამისამართდა გვერდიდან საიმპერიო რაინდები)

საიმპერიო რაინდი (გერმ. Reichsritterschaft) — საღვთო რომის იმპერიის უტიტულო არისტოკრატიის კატეგორია, საღვთო რომის იმპერიის იმპერატორის უშუალო ვასალები, რომლებმაც მიიღეს მიწა სამხედრო სამსახურისთვის. საიმპერიო რაინდებისთვის თავადის სტატუსის მინიჭების შემთხვევები ძალიან იშვიათი იყო. ისინი არ განეკუთვნებოდნენ საიმპერიო წოდებებს, რადგან არ იხდიდნენ სახელმწიფო გადასახადებს, შესაბამისად, მონაწილეობას არ იღებდნენ არც იმპერიის რაიხსტაგში და არც საიმპერიო ოლქების საბჭოებში.

ფრანც ფონ ზიკინგენი — XVI საუკუნის ერთ-ერთი საიმპერიო რაინდი

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება