საიმონ მაქსველ ჰელბერგი[3] (ინგლ. Simon Maxwell Helberg; დ. 9 დეკემბერი, 1980) — ამერიკელი მსახიობი, კომიკოსი და მუსიკოსი. ცნობილია ჰოვარდ უოლოვითზის შესრულებული როლით, ამერიკულ სატელევიზიო სიტკომში „დიდი აფეთქების თეორია“ (2007-2019). 2016 წელს, კოსმე მაკმუნის როლი მოირგო ბიოგრაფიულ დრამაში, „ფლორენს ფოსტერ ჯენკინსი“, ამ როლის შესრულებით მან მოიგო ოქროს გლობუსი საუკეთესო მსახიობი კაცისთვის მეორეხარისხოვან როლში.

საიმონ ჰელბერგი

ჰელბერგი 2013 წელს, PaleyFest-ზე.
დაბადების სახელი საიმონ მაქსველ ჰელბერგი
დაბადების თარიღი 9 დეკემბერი, 1980 (1980-12-09) (43 წლის)
ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, აშშ
ეროვნება ამერიკელი
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა აშშ
ალმა-მატერი ნიუ-იორკის უნივერსიტეტი
საქმიანობა მსახიობი, კომიკოსი, მუსიკოსი[1][2]
აქტიური 1999-დღემდე
მეუღლე(ები) ჯოსილინ თოუნი (იქ. 2007)
შვილ(ებ)ი 2
მშობლები მამა: სენდი ჰელბერგი
დედა: ჰარიეტ ბირნბომი

გარდა ამისა, საიმონს მონაწილეობა მიღებული აქვს ამერიკულ კომედიურ სერიალში, „MADtv“. ასევე ცნობილია მოისტის როლის შესრულებით, ჯოს უიდონის ვებ მინისერიალში „Dr. Horrible's Sing-Along Blog“. მას მონაწილეობა მიღებული აქვს რამდენიმე ფილმში, მათ შორისაა: „ძველებურები“ (2003), „ძილი ნებისა და იღლბალს გისურვებ“ (2005), „დიუ კოქსის ისტორია“ (2007), „სერიოზული ადამიანი“ (2009) და სხვა.

  1. Simon Helberg. ციტირების თარიღი: January 5, 2015.
  2. Goldberg, Lesley. 'Big Bang Theory's' Kate Micucci on Howard's 'Song for Bernadette': Simon Helberg 'Nailed It' in One Take (Video). ციტირების თარიღი: January 5, 2015.
  3. Simon Helberg. TVGuide.com. ციტირების თარიღი: January 4, 2015.