საიდუმლო სასწავლო ორგანიზაცია
საიდუმლო სასწავლო ორგანიზაცია (Polish: Tajna Organizacja Nauczycielska, TON ასევე ითარგმნება როგორც საიდუმლო სასწავლო საზოგადოება ან ფარული სასწავლო ორგანიზაცია) — საიდუმლო პოლონური საგანმანათლებლო ორგანიზაცია, შექმნილი 1939 წელს, გერმანიის მიერ პოლონეთში შემოჭრის მერე, რათა უზრუნველყოთ ფარული სწავლება ოკუპირებულ პოლონეთში.
ორგანიზაცია შეიქმნა 1939 წლის ოქტომბრის ბოლოსკენ ვარშავაში, გერმანიის მიერ პოლონური საგანმანათლებლო დაწესებულებების დახურვის და მასწავლებლების წინააღმდეგ რეპრესიების საპასუხოდ.[1][2] განათლებული პოლონელების ახალი თაობის გაზრდის შესაფერხებლად, გერმანიის ოფიციალურმა პირებმა გამოსცეს დეკრეტი, რომლის თანახმად პოლონელი ბავშვების სწავლება უნდა დასრულებულიყო დაწყებითი განათლების რამდენიმე წლის მერე. ჰაინრიხ ჰიმლერი 1940 წლის მაისის მემორანდუმში წერდა, „ამ სწავლების ერთადერთი მიზანია ასწავლოს მათ ელემენტარული არითმეტიკა, არაფერი რიცხვ 500-ზე ზევით; საკუთარი სახელის დაწერა; და დოქტრინა, რომ მორჩილება გერმანელებისადამი საღვთო კანონია... არა მგონია იყოს სასურველი კითხვა შეეძლოთ."[3] სკოლების უმეტესობა დაიხურა, ზოგიერთი მასწავლებელი დააპატიმრეს და სიკვდილითაც კი დასაჯეს პოლონური ინტელიგენციის წმენდის დროს. დარჩენილ სკოლებში, კურიკულუმი იყო მძიმე ცენზურაში გატარებული. ასევე სახელმძღვანელოების კონფისკაცია მოახდინეს და დახურეს ბიბლიოთეკები.[1][2]
ორგანიზაცია იყო კონცენტრირებული საბაზისო განათლებაზე.[1] დროთა განმავლობაში საშუალო განათლებაზეც გავრცელდა.[2] ის სთავაზობდა დახმარებას მასწავლებლებს რომლებსაც უჭირდათ. მაგალითად, ვინც დეპორტირებული იყო ნაცისტური გერმანიის მიერ ანექსირებული პოლონეთის ტერიტორიებიდან, ან ვისზეც დაპატიმრების ორდერი იყო გაცემული და იმალებოდა.[4] ორგანიზაცია ეხმარებოდა იმ მასწავლებლების ოჯახებს, რომლებიც მოკლეს ან დააპატიმრეს, ან რომლებიც იმალებოდნენ.[4] ის ასევე ჩართული იყო საიდუმლო ბეჭვდით საქმიანობაში და სახელმძღვანელოების გავრცელებაში.[5]
ნორმან დევისი აღნიშნავს, რომ ორგანიზაცია უზრუნველყოფდა მილიონი ბავშვის განათლებას.[6] 1942 წლისთვის დაახლოებით 1 500 000 მოსწავლე იღებდა ბაზისურ განათლებას; 1944 წელს საშუალო განათლებას იღებდა 100 000 ადამიანი და უნივერსიტეტის დონის კურსებს 10 000 ადამიანი.[7]
ორგანიზაცია მჭიდროდ თანამშრომლობდა ემიგრაციაში მყოფ პოლონურ მთავრობასთან (რომლის მიერაც იყო სუბსიდირებული[2]) და პოლონეთის ფარულ სახელმწიფოსთან.[4] მისი ქსელი მთელ პოლონეთს ფარავდა, დაახლოებით იგივე სტრუქტურა ჰქონდა რაც იყო ომამდელ პოლონეთის მეორე რესპუბლიკაში[1] და ძირითადად იყო ორგანიზებული გენერალურ გუბერნიაში.[4] ორგანიზაციის ათასობით წევრი იყო დაპატიმრებული და მოკლული გერმანელების მიერ. გაანგარიშებულია რომ პოლონელი მასწავლებლების დაახლოებით 15%[8] ან 8 000[9] მოკვდა ოკუპაციის პერიოდში.
ორგანიზაციის დამფუძნებლები და ძირითადი აქტივისტები, რომელთაგან უმეტესობა დაკავშირებული იყო ომამდელ პოლონეთის მასწავლებელთა ასოციაციასთან (Związek Nauczycielstwa Polskiego),[4] იყვნენ: ზიგმუნტ ნოვიცკი,[4] კაზიმიეჟ მაი,[4] ვაცუავ ტუვოჯიეცკი,[4] ტეოფილ ვოიენსკი[4] და ჩესუავ ვიცეჰ.[4]
1945 წელს ორგანიზაცია გახდა ბაზისი ახლიდან დაარსებული პოლონეთის მასწავლებლის ასოციაციის; თუმცა, ასევე გახდა კონტროლირებადი კომუნისტური მთავრობის მიერ.[4]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- (Polish) Zbigniew Sulima, Uroczystość 60-lecia konspiracyjnego nauczania i Tajnej Organizacji Nauczycielskiej დაარქივებული 2016-03-03 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 Josef Krauski, Education as Resistance: The Polish Experience of Schooling During the War, in Roy Lowe, Education and the Second World War : studies in schooling and social change, Falmer Press, 1992, ISBN 0-7507-0054-8, , M1 Google Print, p.128-138
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 Ewa Bukowska, Secret Teaching in Poland in the Years 1939 to 1945 დაარქივებული 2021-04-27 საიტზე Wayback Machine. , London Branch of the Polish Home Army Ex-Servicemen Association
- ↑ "Poles: Victims of the Nazi Era" დაარქივებული 2014-07-14 საიტზე Wayback Machine. .
- ↑ 4.00 4.01 4.02 4.03 4.04 4.05 4.06 4.07 4.08 4.09 4.10 (Polish) Tajna Organizacja Nauczycielska დაარქივებული 2017-03-03 საიტზე Wayback Machine. , WIEM Encyklopedia
- ↑ (Polish) Tajna Organizacja Nauczycielska დაარქივებული 2012-03-31 საიტზე Wayback Machine. , Encyklopedia PWN
- ↑ Norman Davies, God's Playground: A History of Poland in Two Volumes, Oxford University Press, 2005, ISBN 0-19-925340-4, Google Print, p.342
- ↑ (Polish) Ryszard Czekajowski, Tajna edukacja cywilna w latach wojenno-okupacyjnych Polski 1939-1945 დაარქივებული 2016-03-03 საიტზე Wayback Machine.
- ↑ Wrobel, Piotr.
- ↑ Adam Redzik, Polish Universities During the Second World War დაარქივებული 2009-03-27 საიტზე Wayback Machine. [dead link], Encuentros de Historia Comparada Hispano-Polaca / Spotkania poświęcone historii porównawczej hiszpańsko-polskiej conference, 2004