საიდუმლო ისტორია (ძვ. ბერძნ. Ἀνέκδοτα, ლათ. Historia Arcana) — VI საუკუნის ბიზანტიელი ისტორიკოსის პროკოპი კესარიელის ნაშრომი. წიგნში სრული სიმძაფრით მიმოხილულია იუსტინიანე I-ის (527-565 წწ.) მეფობის პერიოდი. წარმოადგენს ბიზანტიის ისტორიისათვის უმნიშვნელოანეს წყაროს[1]. წიგნი დაწერილია ძველ ბერძნულ ენაზე.

„საიდუმლო ისტორია“
ძვ. ბერძნ. Ἀνέκδοτα
ლათ. Historia Arcana

1623 წლის გამოცემის გარეკანი
ავტორი პროკოპი კესარიელი
ენა ძველი ბერძნული
ჟანრი პამფლეტი
გამოცემის თარიღი 1623
მთარგმნელი ნინო ეფრემიძე
ქართულად გამოიცა 1989
წინამორბედი The Buildings

„საიდუმლო ისტორიის“ არსებობის შესახებ ცნობები მოიპოვებოდა ლექსიკოგრაფ სვიდას ნაშრომში, რომელსაც იგი Anekdota-ს უწოდებს (ძვ. ბერძნ. Ἀνέκδοτα, „გამოუქვეყნებელი“)[2]. ბუნებრივია ეს სახელწოდება არ ეკუთვნის პროკოპი კსარიელს იგი საიდუმო ისტორიას 1623 წელს ნაშრომი აღმოაჩინა და პირველად გამოსცა ვატიკანის ბიბლიოთეკის მცველმა ნიკოლო ალამანიმ. თავისი ორიგინალური შინაარსის გამო ნაწარმოებმა საკმაოდ პოპულარობა მოიპოვა და უფრო მეტი ყურადღება მიიპყრო ვიდრე პროკოპი კესარიელის სხვა ნაწარმოებებმა[3].

ავტორი ფიქრობდა საიდუმლო ისტორიის გამოქვეყნებას მოგვიანებით და თხზულებაც ძირითადად მომავალ თაობას ეკუთვნოდა. მაგრამ ნაშრომის დასასრულს აშკარაა, რომ იუსტინიანე I ისევ ცოცხალია და პროკოპის ნაშრომის გამოქვეყნება არ დასცალდა.

ნაწარმოების დასათარიღებლად ისტორიკოსები თავად ნაშრომს იყენებენ, ავტორი რამდენიმე ადგილას აღნიშნავს, რომ იუსტინიანეს მეფობიდან გასულია 32 წელი. თუ გავითვალისწინებთ, რომ იუსტინიანე I ერთპიროვნულად გამეფდა 527 წელს, გამოდის, რომ „საიდუმლო ისტორია“ დაწერილია 558-559 წლებში[4].

ქართული ისტორიოგრაფისათვის „საიდუმლო ისტორია“ მეტად მნიშვნელოვანი წყაროა, რადგან აქ მოთხრობილია სპარსელ-ბიზანტიელთა მიერ ლაზიკის ტერიტორიაზე ომების ზოგიერთი ეპიზოდი[5].

ლიტერატურა

რედაქტირება
  • პროკოპი კესარიელი, საიდუმლო ისტორია, თბ., 1989, ძველი ბერძნულიდან თარგმნა, შესავალი და კომენტარები დაურთო ნინო ეფრემიძემ

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. პროკოპი კესარიელი, საიდუმლო ისტორია, თბ., 1989, ძველი ბერძნულიდან თარგმნა, შესვალი და კომენტარები დაურთო ნინო ეფრემიძემ
  2. Krumbacher K. Geschichte der byzantinischen Literatur von Justinian bis zum Ende des Oströmischen Reiches. — München, 1891. — С. 42-46.
  3. პროკოპი კესარიელი, საიდუმლო ისტორია, თბ., 1989, გვ., 6
  4. პროკოპი კესარიელი, საიდუმლო ისტორია, თბ., 1989, გვ., 16
  5. პროკოპი კესარიელი, საიდუმლო ისტორია, თბ., 1989, გვ., 17