სათივის ღვთისმშობლის ეკლესია

სათივის ღვთისმშობლის ეკლესია — ეკლესია ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ სათივის სამხრეთ-აღმოსავლეთით. აგებულია XIX საუკუნეში.

სათივის ღვთისმშობლის ეკლესია

ეკლესია დარბაზულია (4,6×3 მეტრი), ნაგებია თლილი ხის ძელებით აქ ადრე არსებული, რიყის ქვით ნაგები ეკლესიის საძირკველზე. აღმოსავლეთ კედელში ოთკუთხა სარკმელია. ფასდების ძელური წყობა თარაზულია. კუთხეები შეკრულია კონტრფორსებით. შენობაზე დასავლეთიდან მიდგმულია კარიბჭე (3×2 მეტრი), რომლის სამხრეთ კედელში გაჭრილია ეკლესიაში შესასვლელი კარი.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990 წ.