სათამაშოების ისტორია (ფრენჩაიზი)
სათამაშოების ისტორია (ინგლ. Toy Story) — კომპიუტერული ანიმაციის ტექნოლოგიით შექმნილი ფილმების სერია და დისნეის მედია-ფრენჩაიზი. იგი დაიწყო 1995 წლის ფილმით სათამაშოების ისტორია, რომლის შემქმნელი იყო პიქსარი, ხოლო დისტრიბუტორი — Walt Disney Pictures.
სათამაშოების ისტორია | |
---|---|
შემქმნელი | პიქსარი |
კინო და ტელევიზია | |
ფილმ(ებ)ი |
|
ტელესერიალები |
|
თამაშები | |
ტრადიციული | |
აუდიო | |
საუნდტრეკ(ებ)ი | |
სხვადასხვა | |
გადაცემები | |
მოკლემეტრაჟიანი ფილმები | |
პირდაპირ ვიდეოსთვის |
ფრენჩაიზის მთავარი პერსონაჟები არიან სათამაშოები, რომლებიც ადამიანებისგან ფარულად ცოცხლდებიან და სხვადასხვა თავგადასავალში ამოჰყოფენ თავს. სერიის ორი ფილმის რეჟისორი იყო ჯონ ლასეტერი, მესამე ფილმის — ლი უნკრიხი, ხოლო მეოთხე ფილმის — ჯოშ კული.