საზღვაო ტრანსპორტი

საზღვაო ტრანსპორტიწყლის ტრანსპორტის სახეობა, რომელიც უზრუნველყოფს გემებით მგზავრთა გადაყვანასა და ტვირთის გადაზიდვას. ადამიანმა ნაოსნობა ზღვაზე უხსოვარი დროიდან დაიწყო. სატრანსპორტო საშუალებანი დროთა განმავლობაში მნიშვნელოვან ცვლილებებს განიცდიდა. განსაკუთრებით დიდი ცვლილებანი მოხდა XIX საუკუნეში, როცა აფრიანი გემი შეცვალა ორთქლისძრავიანმა გემმა. XX საუკუნის დასაწყისში გაჩნდა თბომავალი გემი. ბოლო ხანებში შეიქმნა ატომმავლი და ორთქლის ტურბინით აღჭურვილი გემები.

დანიშნულების მიხედვით გემები სხვა დასხვანაირია: სამგზავრო, სატვირთო და ტვირთის დასაყრელი. შეიქმნა 3000 ტ-მდე ტვირთამწეობის გემები, რომლებიც „მდინარე-ზღვა-მდინარე“ პრინციპის მიხედვით შედიან სანაოსნო მდინასადგურში გადააქვთ, შემდეგ სანაოსნო მდინარეს უბრუნდებიან დატვირთვა-გადმოტვირთვის დასაჩქარებლად იყენებენ კონტეინერმზიდ გემებს, რომლებიც ეზიდებიან როგორც ნორმალური მასის (5 ტ-მდე), ისე მძიმე მასის კონტეინერებს (15-30 ტ). მოქმედებაშია აგრეთვე ლიხტერმზიდი გემები. ლიხტერი წარმოადგენს არათვითმავლ ბარჟას – კარჭაპს (მასა 1100 ტ), რომელიც იტვირთება საზღვაო ან სანაოსნო მდინარის მისადგომებთან და შემდეგ ბუქსირით ნავსადგურში მდგომ გემთან მიაცურებენ. აქ ის სპეც, ლიფტის საშუალებით გემზე ააქვთ. ერთ გემს შეუძლია 26 ლიხტერის წაღება. განტვირთულ ან ხელმეორედ დატვირთულ ლიხტერებს ბუქსირით ისევ მისადგომებისაკენ გზავნიან. ასეთი სისტემა აჩქარებს ტვირთის მიღება-გაგზავნას და ამცირებს საწყობების რაოდენობას ნავსადგურში. კონტეინერმზიდებსა და ლიხტერმზიდებს იყენებენ საერთაშორისო საზღვაო მიმოსვლაში.

განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება დიდ გემ-ბორანს, რომელზეც სარკინიგზო ლიანდაგია მოწყობილი. მისადგომებთან ბაქანზე მთელი მატარებელი გადაჰყავთ, გემი კი მოპირდაპირე ნავსადგურში ჩადის. პოლარული წრის იქით მოქმედებენ ყინულმჭრელი გემები, რომლებიც ატომური ენერგიით მუშაობენ.

ლიტერატურა

რედაქტირება