სავაჰლუნტო
სავაჰლუნტო (ჯავი: ساواهلونتو) − ქალაქი დასავლეთ სუმატრის პროვინციაში, ინდონეზიაში. პროვინციის დედაქალაქიდან, პადანგიდან 90 კმ-ის დაშორებით მდებარეობს. სავაჰლუნტო ცნობილია როგორც ქვანახშირის მოპოვების უძველესი ადგილი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. გეოგრაფიული თვალსაზრისით, ქალაქი ბარისანის მთიანეთის ვიწრო ხეობის გასწვრივ მდებარეობს და გარშემორტყმულია ბორცვებითა და მთებით: ბუკიტ-პოლანით, ბუკიტ-პარითა და ბუკიტ-მატოს.[4] ქალაქის ხმელეთის ფართობი 273.45 კმ²-ია. 2010 წლის აღწერის მიხედვით, ქალაქის მოსახლეობა 56 866 ადამიანს შეადგენდა,[5] 2015 წელს − 60 136 ადამიანს, ხოლო 2020 წელს − 65 138 ადამიანს.[6] 2022 წლის ოფიციალური პროგნოზის მიხედვით, ქალაქის მოსახლეობა 66 413 ადამიანს შეადგენს. მათგან 33 430 კაცია, ხოლო 32 983 − ქალი.[7]
დასახლებული პუნქტი | |||
---|---|---|---|
სავაჰლუნტო | |||
| |||
ქვეყანა | ინდონეზია | ||
შიდა დაყოფა | Barangin[1] [2] , Lembah Segar[1] [2] , Silungkang[1] [2] და Talawi[1] [2] | ||
კოორდინატები | 0°40′58″ ს. გ. 100°46′42″ ა. გ. / 0.68278° ს. გ. 100.77833° ა. გ. | ||
დაარსდა | 1 დეკემბერი, 1888 | ||
ფართობი | 273.45 კმ², 268.18 ჰექტარი, 7356.92 ჰექტარი | ||
ცენტრის სიმაღლე | 322 მეტრი, 295 მეტრი | ||
მოსახლეობა | 61 427[3] | ||
სასაათო სარტყელი | UTC+07:00 | ||
ოფიციალური საიტი | http://www.sawahluntokota.go.id/ | ||
სავაჰლუნტო დასავლეთ სუმატრის ერთ-ერთი მომპოვებელი ქალაქია. ქალაქის სახით 1882 წელს დაარსდა ნიდერლანდელების მიერ. მიდამოებში ქვანახშირი XIX საუკუნის შუა ხანებში ვილემ ჰენდრიკ დე გრევემ აღმოაჩინა. ნიდერლანდელებმა ქვანახშირის მოპოვება იმიტომ დაიწყეს, რომ იგი მრეწველობისა და ტრანსპორტისთვის გამოიყენებოდა. ქვანახშირის აღმოჩენის შემდეგ ქალაქის ტერიტორიას ხშირად სტუმრობდნენ გეოლოგები. ქვანახშირის მოპოვების ოქროს პერიოდისა და მაღაროების დახურვის შემდეგ სავაჰლუნტო მოჩვენება-ქალაქი გახდა და მოსახლეობის რაოდენობამ დაიკლო. მოსახლეობის რაოდენობის ზრდის შემდეგ, 2004 წელს ქალაქმა სავაჰლუნტოს ტურისტულ ქალაქად გადაქცევის პოლიტიკის გატარება დაიწყო. 2014 წელს ქალაქის შემოსავლის 29% ტურიზმზე მოდიოდა, ხოლო 23% − ფერმერობაზე.[8]
2019 წელს სავაჰლუნტოში მდებარე ომბილინის ქვანახშირის მაღარო იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანეს.[9]
ისტორია
რედაქტირებასავაჰლუნტო დასავლეთ სუმატრაში, ბარისანის მთიანეთში მდებარეობს, თუმცა ისტორიული თვალსაზრისით, მახლობლად მდებარე ბევრი ქალაქისგან განსხვავდება. ქალაქები, როგორებიცაა: ბუკიტინგი, ბატუსანგკარი, პაიაკუმბუ, პადანგ-პანჯანგი და სოლოკი, მინანგკაბაუს ტომების დასახლებებს წარმოადგენდა, ხოლო სავაჰლუნტო ნიდერლანდელთა კოლონიზაციის პერიოდში ქვანახშირის მოპოვების მიზნით შეიქმნა. ქვანახშირი XIX საუკუნის შუა ხანებში ვილემ ჰენდრიკ დე გრევემ აღმოაჩინა.
ქვანახშირის მოპოვებამ მნიშვნელოვნად შეცვალა სავაჰლუნტოს სასოფლო-სამეურნეო ლანდშაფტი და სამრეწველო ადგილად აქცია. XIX საუკუნეში ქალაქის განვითარებასთან ერთად ქვანახშირის მომპოვებელმა კომპანიებმა სავაჰლუნტოს მომპოვებელი ტერიტორია ხუთ სამოქმედო სივრცედ დაჰყვეს: ქვანახშირის მომპოვებელი მრეწველობის, კომერციული და სავაჭრო ტერიტორიების, საცხოვრებელი ტერიტორიების, ადმინისტრაციული ტერიტორიებისა და ჯანდაცვის დაწესებულებების სივრცეებად. საქმიანობების ხელშეწყობის მიზნით, ნიდერლანდებმა სატრანსპორტო ქსელები გაიყვანა, როგორიც იყო: სარკინიგზო ქსელი ქვანახშირის ტრანსპორტირებისთვის სავაჰლუნტოდან სუმატრის დასავლეთ სანაპიროზე. ნიდერლანდების ოსტინდოეთმა ასევე ააშენა ემაჰავენის პორტი (ცნობილი როგორც ტელუკ-ბაიური), რომელიც ქვანახშირის საექსპორტო პორტი გახდა. ქვანახშირის გადასაზიდად ორთქლმავლები: SS Sawahlunto და SS Ombilin-Nederland გამოიყენებოდა. 1882-1892 წლებში ნიდერლანდელებმა პულაუ-აირ-პანდანგიდან მუარო-კალაბანამდე რკინიგზის მშენებლობა დაიწყეს.[10]
ადმინისტრაციული დაყოფა
რედაქტირებასავაჰლუნტო ოთხ რაიონს მოიცავს: სილუნგკანგს, ლენბაჰ-სეგარს, ბარანგინსა და ტალავის. 2010 წელს ქალაქის მოსახლეობა 56 866 ადამიანს შეადგენდა, ხოლო 2020 წელს მოსახლეობის რაოდენობა 65 138 ადამიანამდე გაიზარდა. 2022 წლის პროგნოზის მიხედვით, ქალაქის მოსახლეობა 66 413 ადამიანს შეადგენს. სილუნგკანგის ადმინისტრაციული ცენტრია მუარო-კალაბანი და ხუთ სოფელს მოიცავს. 11 სოფლისგან შედგება ლემბაჰ-სეგარი, რომლის ადმინისტრაციული ცენტრი აურ-მულიოა. ბარანგინის ადმინისტრაციული ცენტრის ფუნქციას სანტუა ასრულებს და სულ 10 სოფელს მოიცავს. ბარანგინის ცენტრი სანტუაა, რომელიც 10 სოფელს მოიცავს, ხოლო ტალავი 11 სოფლისგან შედგება და ადმინისტრაციული ცენტრი ტალავი-მუდიაკია. 37 სოფლიდან 27 სასოფლო-სამეურნეოა, ხოლო 10 − ურბანულია.
გეოგრაფია
რედაქტირებასავაჰლუნტო ეკვატორიდან 033’40" – 043’ 33" სამხრეთ განედსა და აღმოსავლეთ 100 50’ 40" გრძედზე მდებარეობს. ჩრდილოეთიდან ტანაჰ-დატარის სარეგენტო ესაზღვრება, აღმოსავლეთით — სიჯუნჯუნგის სარეგენტო, ხოლო სამხრეთითა და დასავლეთით − სოლოკის სარეგენტო. სავაჰლუნტოს მაქსიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან 650 მეტრია. ლანდშაფტი მეტწილად ციცაბო ბორცვებითაა დაფარული. ქალაქის ძველი ცენტრი 5.8 კმ²-ზეა გადაჭიმული. შედარებით დაბლობი მიწები ტალავის რაიონში მდებარეობს.
კლიმატი
რედაქტირებასავაჰლუნტო ეკვატორულ კლიმატურ სარტყელში (Af) მდებარეობს და მთელი წლის მანძილზე უხვი ნალექიანობით ხასიათდება.
ჰავის მონაცემები — სავაჰლუნტო | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
თვე | იან | თებ | მარ | აპრ | მაი | ივნ | ივლ | აგვ | სექ | ოქტ | ნოე | დეკ | წლიური |
საშუალო მაღალი °C | 30.1 | 30.7 | 30.8 | 30.8 | 31.2 | 30.8 | 30.5 | 30.5 | 30.2 | 30.1 | 30.1 | 29.8 | 30.5 |
საშუალო დღიური °C | 25.6 | 26.0 | 26.1 | 26.2 | 26.5 | 25.9 | 25.6 | 25.6 | 25.7 | 25.7 | 25.8 | 25.5 | 25.9 |
საშუალო დაბალი °C | 21.2 | 21.3 | 21.4 | 21.7 | 21.8 | 21.1 | 20.8 | 20.8 | 21.2 | 21.4 | 21.5 | 21.3 | 21.3 |
წვიმის საშუალო რაოდენობა (მმ) | 262 | 183 | 238 | 279 | 194 | 132 | 100 | 129 | 172 | 237 | 256 | 259 | 2 441 |
წყარო: Climate-Data.org[11] |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Official site დაარქივებული 2020-10-29 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 West Sumatra Province Administrative Division Data and Code 2015
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 Indonesian Minister of Home Affairs Decree Number 050-145 of 2022
- ↑ The Master Book of Indonesian Territory Data 2015
- ↑ „8 Fakta Tambang Batubara Ombilin Sawahlunto yang Baru Jadi Warisan Dunia“. Kompas. ციტირების თარიღი: 8 July 2019.
- ↑ Biro Pusat Statistik, Jakarta, 2011.
- ↑ Badan Pusat Statistik, Jakarta, 2021.
- ↑ Badan Pusat Statistik, Jakarta, 2023, Kota Sawahlunto Dalam Angka 2023 (Katalog-BPS 1102001.1373)
- ↑ Hans david Tampubolon. (5 September 2014) Sawahlunto: A small town that dreams big.
- ↑ „Govt Urged to Stop Mining Activities in Sawahlunto“. Tempo. ციტირების თარიღი: 8 July 2019.
- ↑ „8 Fakta Tambang Batubara Ombilin Sawahlunto yang Baru Jadi Warisan Dunia“. Kompas. ციტირების თარიღი: 8 July 2019.
- ↑ Climate: Sawahlunto. Climate-Data.org. ციტირების თარიღი: 8 November 2020.