საერთაშორისო მდინარეები
საერთაშორისო მდინარეები — მდინარეები, რომლებიც ორი ან რამდენიმე სახელმწიფოს ტერიტორიას კვეთენ. საერთაშორისო მდინარეებს იყენებენ ნაოსნობის, თევზჭერისა და სხვა მიზნებისათვის. თითოეული მოსაზღვრე სახელმწიფო ახორციელებს სუვერენიტეტს საერთაშორისო მდინარეების იმ მონაკვეთზე, რომელიც მის სახელმწიფო საზღვრის ფარგლებშია. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმ საერთაშორისო მდინარეების რეჟიმის მოწესრიგებას, რომლებიც რამდენიმე სახელმწიფოს ტერიტორიაზე მიედინება და უშუალოდ ზღვას ერთვის. ჩვეულებრივ, ასეთი საერთაშორისო მდინარეების რეჟიმი განისაზღვრება დაინტერესებულ მონაპირე სახელმწიფოთა შეთანხმებით და მასზე ყველა სახელმწიფოს სავაჭრო გემების ცურვის თავისუფლებით.
ასეთი საერთაშორისო მდინარეებია დუნაი, კონგო, ამაზონი და სხვა. საერთაშორისო მდინარეების სხვადასხვაგვარი გამოყენებისა და მათ გაუჭუჭყიანებასთან ბრძოლის საკითხების შესათანხმებლად მონაპირე სახელმწიფოები ქმნიან სათანადო სპეციალურ კომისიებს.
ლიტერატურა
რედაქტირება- დეკანოზოვი რ., ქსე, ტ. 8, გვ. 629, თბ., 1984