საერთაშორისო კონვენცია სატვირთო მარკის შესახებ

საერთაშორისო კონვენცია სატვირთო მარკის შესახებ (ინგლ. The International Convention on Load Lines; CLL) ― საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის მიერ მიღებული კონვენცია. ხელი მოეწერა 1966 წლის 5 აპრილს, ლონდონში. კონვენციის დამატებაა 1988 წლის ოქმი და კიდევ ერთხელ შეასწორეს 2003 წელს. კონვენცია კონკრეტულად წყალხაზს ეხება, გემის კორპუსის უმაღლეს წერტილს, რომლის წყლის ზედაპირთან შეხებაც დასაშვებია. ხომალდი, რომელიც ისეა დატვირთული, რომ მისი წყალხაზი წყალქვეშაა და არ ჩანს, აჭარბებს მაქსიმალურ წყალშიგს და საფრთხეშია მაქსიმალური ტევადობის გადაჭარბბეის გამო.

საერთაშორისო კონვენცია სატვირთო მარკის შესახებ
ხელი მოეწერა 5 აპრილი, 1966
ადგილი ლონდონი, გაერთიანებული სამეფო
ძალაში შევიდა 21 ივლისი, 1968
ხელი მოაწერეს 40
მხარეები 162
მეანაბრე საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია
ენა ინგლისური ენა
ფრანგული ენა

1988 წელს მიღებული ოქმი 1966 წლის კონვენციის სერტიფიცირების მოთხოვნების ზღვაზე ადამიანის სიცოცხლის დაცვის შესახებ საერთაშორისო კონვენციასა და ხომალდებიდან გაჭუჭყიანების აღკვეთის შესახებ საერთაშორისო კონვენციასთან ჰარმონიზებას ისახავს მიზნად.

სატვირთო მარკის შესახებ საერთაშორისო კონვენციის შესაბამისად, ყველა სატვირთო ხაზი მონიშნული უნდა იყოს ხომალდის შუა ნაწილში, ორივე მხარეს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება