საერთაშორისო კონვენცია ზღვაზე ადამიანის სიცოცხლის დაცვის შესახებ

საერთაშორისო კონვენცია ზღვაზე ადამიანის სიცოცხლის დაცვის შესახებ (ინგლ. The International Convention for the Safety of Life at Sea; შემოკლებით, სოლასი, ინგლ. SOLAS) ― საერთაშორისო საზღვაო ხელშეკრულება, რომელიც ადგენს მინიმალური უსაფრთხოებისა და უშიშროების სტანდარტებს სავაჭრო ხომალდების კონსტრუქციებთან, ხელსაწყოებთან და ოპერაციებთან დაკავშირებით. საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის კონვენცია ხელმომწერ დროშის სახელმწიფოებს ავალდებულებს, რომ მათი დროშის ქვეშ მცურავი ხომალდები კონვენციით გათვალისწინებულ მინიმალურ სტანდარტებს აკმაყოფილებდნენ.

კონვენციის ამჟამინდელი ვერსია 1974 წლისაა და ცნობილია, როგორც სოლასი 1974, რომელიც 1980 წლის 25 მაისს შევიდა ძალაში.[1] 2022 წლის აპრილისთვის 1974 წლის კონვენციას 167 კონტრაქტორი სახელმწიფო ჰყავს, რომელთა დროშების ქვეშ სავაჭრო ხომალდების 99% დაცურავს.

საერთაშორისო კონვენცია ზღვაზე ადამიანის სიცოცხლის დაცვის შესახებ სავაჭრო ხომალდების უშიშროების საკითხებთან დაკავშირებით ყველაზე მნიშვნელოვან საერთაშორისო ხელშეკრულებას წარმოადგენს.[2][3]

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Status of Conventions. International Maritime Organization (22 April 2022). ციტირების თარიღი: 21 May 2022
  2. International Convention for the Safety of Life at Sea (SOLAS). International Maritime Organization (IMO). დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 ივნისი 2015. ციტირების თარიღი: 6 April 2013
  3. Implications of the United Nations Convention on the Law of the Sea for the International Maritime Organization, Study by the Secretariat of the International Maritime Organization (IMO), International Maritime Organization, 19 January 2012, p. 11, http://www.imo.org/ourwork/legal/documents/implications%20of%20unclos%20for%20imo.pdf. წაკითხვის თარიღი: 6 April 2013 დაარქივებული 9 იანვარი 2015 საიტზე Portuguese Web ArchiveCategory:Webarchive template other archives