საერთაშორისო გეოფიზიკური წლის ხეობა
საერთაშორისო გეოფიზიკური წლის ხეობა — მყინვარული ზედაპირის ჩადაბლება აღმოსავლეთ ანტარქტიდაში, ა. გ. 55° და 80° შორის. მიმართულია პრიუდსისა და მეკენზის ყურეებიდან (თანამეგობრობის ზღვა) შეფარდებითი მიუწვდომლობის პოლუსისაკენ. სიგრძე დაახლოებით 1000 კმ, სიგანე თითქმის 600 კმ. ხეობის ჩრდილოეთი ნაწილი აღმოაჩინეს აშშ-ისა (1946-1947) და ავსტრალიის (1956-1958) ექსპედიციებმა; სამხრეთი ნაწილი პირველად გამოიკვლია ჰაერიდან საბჭოთა ანტარქტიდულმა ექსპედიციამ 1957-1958 წლებში. სახელი ეწოდა საერთაშორისო გეოფიზიკური წლის საპატივცემულოდ.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 627.