საგარეჯოს წმინდა მარინეს ეკლესია

საგარეჯოს წმინდა მარინეს ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი საგარეჯოს ჩრდილოეთით, ქურხულიანთ უბნის სასაფლაოსთან ახლოს. განეკუთვნება სავარაუდოდ XVIII საუკუნეს.

ეკლესია დარბაზულია. ნაგებია სხვადასხვა ზომის რიყის ქვითა და კირის ხსნარით. წყობა ირეგულარულია. გარეთა კედლების წყობაში ალაგ-ალაგ ლოდებია ჩართული. ზედაპირი, როგორც გარედან, ასევე შიგნიდან ბათქაშითაა გასწორებული. ეკლესია დაზიანებულია: ჩამონგრეულია გადახურვა და კონქის დიდი ნაწილი. მთელ სიმაღლეზე გამსკდარია აღმოსავლეთის კედელი.

შესასვლელი სამხრეთიდანაა. კარს ზედა ნახევარი მონგრეული აქვს და მისი გადახურვის ფორმა არ დგინდება.

ეკლესიის ჩრდილოეთით, 300-500 მეტრზე, ნატეხი და რიყის ქვით ნაგები, გრძელი ნაგებობის ფრაგმენტებია შემორჩენილი. მის აღმოსავლეთ კედელზე ნიშის კვალი შეიმჩნევა.

ლიტერატურა

რედაქტირება