საგარეჯოს ღვთისმშობლის ეკლესია (XVIII საუკუნე)

საგარეჯოს ღვთისმშობლის ეკლესიაარქიტექტურული ძეგლი საგარეჯოში. მდებარეობს ქალაქის ჩრდილო-დასავლეთით, მდინარე თვალთხევის მარჯვენა ნაპირზე, ფანოზაანთ გორაზე. სავარაუდოდ განეკუთვნება XVIII საუკუნეს.

ეკლესია დარბაზულია. ნაგებია სხვადასხვა ზომის რიყისა და ქვიშაქვის ნატეხი ქვებით. წყობა ირეგულარული და ტლანქია. შესასვლელი სამხრეთიდანაა, კარი შიგნით ოდნავ ფართოვდება და თარაზულადაა გადახურული. აფსიდი თითქმის ნახევარწრიული ფორმისაა. შიგნით ეკლესია გადახურულია დადაბლებული პროპორციების, ამორფული ფორმის კამარით.

1996 წელს ადგილობრივი მოსახლეობის მიერ ჩატარებული რემონტის დროს, გადახურვის გამაგრების მიზნით, კამარას შეუყენეს წყალსადენის საკმაოდ სქელი მილი. აფსიდი დარბაზისგან გამიჯნეს დაბალი, თხელი კედლით. შიგნით ეკლესია შელესეს და შეათეთრეს გარედან კი ცემენტის ხსნარით შავად შელესეს.

ლიტერატურა

რედაქტირება