საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გერბი
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გერბი — საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სახელმწიფო სიმბოლო დროშასთან ერთად. მიღებულია საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.
დეტალები | |
---|---|
დამტკიცდა | 27 მაისი, 2011 |
გვირგვინი | სამკოშკიანი ქონგურებიანი საქალაქო ვერცხლის გვირგვინი |
ფარი | ოქროს ხელის მტევანი, ოქროს ქვა, ოქროს ჯვარი, ოქროს ვაზი, ფოთოლი და მტევანი |
ფარმჭერები | ვერცხლ-მეწამული ბაფთა |
დევიზი | საგარეჯო |
აღწერილობა
რედაქტირებაგერბის ფარი გაკვეთილია და ორ ნაწილადაა გაყოფილი.
- I ნაწილი — ძოწის ველზე ოქროს სახელოიანი ოქროს ხელის მტევანი, რომელსაც შვიდი ოქროს სხივით გასხივოსნებული ოქროს ქვა უჭირავს. ოქროს ხელის მტევნის ზემოთ და ქვემოთ მოთავსებულია ექვს-ექვსი (3/3 და 3/3-ზე) ოქროს ჯვარი.
- II ნაწილი — მეწამულ ველზე ოქროს სარზე შემოხვეული, ფესვებიანი ოქროს ვაზი, სამი ფოთლით და სამი მტევნით.
გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი — სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია ჭიშკრით.
ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-მეწამული ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავად ჩაწერილია დევიზი — „საგარეჯო“.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება