საბჭოთა მწერლობა
„საბჭოთა მწერლობა“ — საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირის ყოველთვიური მხატვრულ-ლიტერატურული და საზოგადოებრივ-პოლიტიკური ჟურნალი. გამოდიოდა 1932-1933 წლებში თბილისში, ჟურნალ „პროლეტარული მწერლობის“ (1927–1932) შემდეგ, გამოვიდა 4 ნომერი, გამოსცემდა სარედაქციო კოლეგია, პასუხისმგებელი რედაქტორი იყო შალვა რადიანი.
ჟურნალში შუქდებოდა ქართული საბჭოთა მწერლობის აქტუალური საკითხები, მისი მიზანი იყო ინტერნაციონალური კავშირის განმტკიცება, საბჭოთა მწერლობის პრინციპების დაცვა, ყოველგვარი სახის ოპორტუნიზმის წინააღმდეგ ბრძოლა. დაიბეჭდა ე. პოლუმორდვინოვის (ე. ზედგინიძე), კ. კალაძის, ბ. ჩხეიძის, გ. შატბერაშვილის, ვ. რუხაძის და სხვათა მხატვრული ნაწარმოებები. მ. ჩიქოვანის, გ. ყურულაშვილის, გ. ნატროშვილისა და სხვათა წერილები. ტირაჟი 3 ათასი ცალი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 582.