საბჭოთა მასწავლებელი
„საბჭოთა მასწავლებელი“ — ქართული სამდღიური გაზეთი, სსრკ განსახკომის თბილისის განათლების განყოფილების, დაწყებითი და საშუალო სკოლების მუშაკთა ცკ-ის უმაღლესი სკოლისა და სკოლამდელი აღზრდის მუშაკთა კავშირების ცენტრალური გამგეობათა ორგანო. გამოდიოდა 1938–1941 წლებში თბილისში. სხვადასხვა დროს რედაქტორები იყვნენ ვ. გოგოლაძე, მ. ბურჭულაძე, გ. გაბისონია. აშუქებდა პოლიტიკის, პროფკავშირის, სასკოლო-მეთოდურ, პედაგოგიურ და უმაღლესი სკოლების ცალკეული დისციპლინების სწავლების საკითხებს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 582.