საბჭოთა ენციკლოპედიური ლექსიკონი
საბჭოთა ენციკლოპედიური ლექსიკონი (რუს. Советский энциклопедический словарь) — უნივერსალური ერთტომიანი ენციკლოპედიური ლექსიკონი, რომელიც გამოიცემოდა გამომცემლობა „საბჭოთა ენციკლოპედიის“ მიერ (1991 წლიდან — გამომცემლობა „დიდი რუსული ენციკლოპედია“) 1979 წელს (პირველი გამოცემა), 1982 წელს (მე-2 გამოცემა), 1984 წელს (მე-3 გამოცემა), 1986 წელს (მე-4 გამოცემა; სტერეოტიპული გამოცემა გამოვიდა 1989 წელს, ISBN 5-85270-001-0), 1990 წწ. (მე-4 გამოცემა, შესწორებებითა და დამატებებით). ლექსიკონი შეიცავს დაახლოებით 80 ათას სტატიას, 550 შავ-თეთრ ილუსტრაციასა და სქემას და 350 რუკას, მათ შორის 8 ფერად რუკას. ტირაჟი რამდენიმე მილიონი ეგზემპლარი (1989 წლის გამოცემა — 2,5 მლნ. ეგზემპლარი). სსრკ-ის დაშლის შემდეგ შეიქმნა გამომცემლობა „დიდი რუსული ენციკლოპედია“, რომელმაც გამოსცა დიდი ენციკლოპედიური ლექსიკონი („საბჭოთა ენციკლოპედიური ლექსიკონის“ გაგრძელება).
„საბჭოთა ენციკლოპედიური ლექსიკონი“ | |
---|---|
Советский энциклопедический словарь | |
| |
ქვეყანა | სსრკ |
ენა | რუსული |
გამომცემელი | საბჭოთა ენციკლოპედია |
გამოცემის თარიღი | 1979, 1982, 1984, 1986 და 1989 |
გვერდი | 1 632 |
წინამორბედი | Encyclopedic Dictionary |
მომდევნო | დიდი ენციკლოპედიური ლექსიკონი |
ISBN | 978-5-85270-001-8 |
მთავარი რედაქტორი — აკადემიკოსი ალექსანდრე პროხოროვი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- საბჭოთა ენციკლოპედიური ლექსიკონი დაარქივებული 2013-06-29 საიტზე Wayback Machine. (რუსული)