საბუის ღვთისმშობლის ეკლესია (ახმეტის მუნიციპალიტეტი)
საბუის ღვთისმშობლის ეკლესია — ეკლესია ახმეტის მუნიციპალიტეტში, დგას სოფელ საბუის სამხრეთით 1,5-2 კილომეტრზე, მაღალ მთაზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.
ეკლესია დარბაზულია (5,4 X 3,9 მ), ნაგებია ნატეხი ქვით. წყობა ირეგულარულია. კედლები შიგნიდან და გარედან მობათქაშებულია. ძეგლი თითქმის მთლიანად დანგრეულია. ეკლესიის კედლების მხოლოდ მცირე ნაწილებიღაა შემორჩენილი. შესასვლელი სამხრეთიდან არის. აღმოსავლეთით, დარბაზისგან მოკლე მხრებით გამოყოფილი ნახევარწრიულ აფსიდაში ორი პატარა, სწორკუთხა ნიშია.
ლიტერატურა
რედაქტირება- დვალი თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 136.