საბუის მარანი
საბუის მარანი — არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს ყვარლის მუნიციპალიტეტში, ვ. ჩაბალაშვილის ეზოში. თარიღდება XIX საუკუნით. შენობა გეგმით ოთხკუთხაა. ნაგებია ნატეხი ქვითა და კირის სქელი ხსნარით. შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. კარი თაღოვანია. შიგნით ჩრდილოეთ ნაწილში, მოწყობილია საწნახელი. აღმოსავლეთ კედელში თახჩების რიგია. ქვევრები განლაგებულია ქაოსურად.
ლიტერატურა
რედაქტირება- აბაშიძე მ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-I, თბ., 2013. — გვ. 436.