საბინა შიხლინსკაია
საბინა ალექსანდრეს ასული შიხლინსკაია (დ. 26 აპრილი, 1962, ბაქო) — აზერბაიჯანელი მხატვარი, დამოუკიდებელი კურატორი. ცხოვრობს და მუშაობს ბაქოში, აზერბაიჯანი.
საბინა შიხლინსკაია | |
---|---|
დაიბადა | 26 აპრილი, 1962 (62 წლის) |
დაბადების ადგილი | ბაქო |
საიტი | http://sabina-artcurator.blogspot.com/ |
ბიოგრაფია
რედაქტირებასაბინა შიხლინსკაია დაიბადა და ცხოვრობს ბაქოში, აზერბაიჯანში. აზერბაიჯანის მხატვართა კავშირის წევრია. მას აქვს აზერბაიჯანის დამსახურებული მხატვრის წოდება. შიხლინსკაია თანამედროვე ხელოვნების მუზეუმებისა და კოლექციების საერთაშორისო კომიტეტის წევრია. სამხატვრო განათლება მიიღო ვ. მუხინის სახელობის ლენინგრადის უმაღლეს სამხატვრო-სამრეწველო სასწავლებელში მონუმენტური ფერწერის ფაკულტეტზე, ასევე აზერბაიჯანის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტში.[1]
შემოქმედება
რედაქტირება1938 წლიდან აქტიურად აწყობს გამოფენებს საზღვარგარეთ. საბინა შიხლინსკაიას ზოგიერთი ნამუშევარი - ფერწერა, გრაფიკა, ფოტო და ვიდეო ინსტალაციები - სახელმწიფო და კერძო კოლექციებშია დაცული: ტრეტიაკოვის სახელმწიფო გალერაში (რუსეთი), თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში (ბაქო, აზერბაიჯანი), HumaKabakci-ის კოლექციაში (თურქეთი) და სხვ. 1993 წლიდან 50-ზე მეტი გამოფენისა და პროექტის კურატორია აზერბაიჯანსა და საზღვარგარეთ. 1996 წელს მისი ინიციატივით დამოუკიდებელი სამხატვრო ჯგუფი „ლაბირინთი“ შეიქმნა. 1999-2005 წლებში ჯგუფ „ლაბირინთისა“ და უცხოელ მხატვართა მონაწილეობით შიხლინსკაია ხუთ ლანდ-არტ სიმპოზიუმს და პრეზენტაციას კურირებდა აზერბაიჯანში. 2007 წელს შიხლინსკაია 52-ე ვენეციის (იტალია) ბიენალეზე პირველი აზერბაიჯანული პავილიონის კურატორი იყო. 2008 წელს იგი კურირებდა გამოფენას «USSR-remix», მოგვიანებით, იმავე წელს «USSR-remix» ნაჩვენები იქნა დრეზდენის ხელოვნების მუზეუმში (გერმანია), თანამედროვე აზერბაიჯანული ხელოვნების საგამოფენო პროექტს «StepsofTime» აგრეთვე შიხლინსკაია კურირებდა. 2009 წელს საბინა შიხლინსკაიამ ბაქოში თანამედროვე ხელოვნებაში გენდერული თემატიკისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ფორუმი - „ქალწულის კოშკი“ ჩაატრა, რომელიც მოიცავდა კონფერენციასა და გამოფენას «ToBe a Woman» გაეროს ცენტრალურ ოფისში მდებარე თანამედროვე ხელოვნების ცენტრში. 2010 წელს განაგრძო გენდერული თემატიკა და კურირებდა ვიდეო არტის «Openly» — «ToBe a Woman» საერთაშორისო გამოფენას სტამბულში, პროექტ - „სტამბული 2010 - ევროპის კულტურული დედაქალაქი“-ს ფარგლებში. 2010 წელს შიხლინსკაიამ თანამედროვე აზერბაიჯანული ხელოვნების წარმოდგენის მიზნით «USSR-remix»-ის ახალი ვერსიის დამატების პრეზენტაცია გამართა ნორვეგიაში თანამედროვე ხელოვნების ცენტრში.
„შიშველი“, საბინა შახლინსკაიას ნამუშევრები, 1987. თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი. ბაქო. ფოტო.