საბის სამეფო

(გადამისამართდა გვერდიდან საბა (სახელმწიფო))

საბა, სავა ან შება (არაბ. سبأ, ებრ. שבא) — ძველი სახელმწიფო, რომელმაც ძვ. წ. II ათასწლეულის ბოლოდან ახ. წ. III საუკუნემდე იარსება არაბეთის ნახევარკუნძულის სამხრეთ ნაწილში, თანამედროვე იემენის ტერიტორიაზე, თუმცა ისტორიული საწყისი ეთიოპიაში ჰქონდა.

საბის სამეფოს პრინცესა, სავარაუდოდ I საუკუნე.

საბის სამეფო დასახლებული იყო სემიტური ტომებით, რომელთაც საკუთარი დამწერლობა ჰქონდათ. შემორჩენილია საბური დამწერლობის მრავალი ძეგლი. სამეფოს მმართველთა რეზიდენცია იყო ქალაქ მარიბში. წარმოიშვა ძვ.წ. X საუკუნეში. სამეფოს აყვავება ძვ. წ. 900-450 წწ. მოდის. სამეფოს წარმოქმნის პირველ ხანებში საბა სავაჭრო პუნქტის ფუნქციას ასრულებდა: საბაში საქონელი ჰადრამავთიდან შეჰქონდათ, აქედან კი შუამდინარეთში, სირიასა და ეგვიპტეში გადაჰქონდათ. (ის.60:6; იო.6:19). გარდა სატრანზიტო დერეფნიდან მიღებული სარგებლისა, საბა ადგილობრივ ნელსაცხებელს ამზადებდა და უცხოეთში გაჰქონდა, რაც არანაკლებ სარფიანი იყო.

სამეფოს სათავეში იდგენ მუქარიბები (ქურუმები). ისინი ახორციელებდნენ სამეურნეო, საკრალურ და სახელმწიფო-პპოლიტიკურ ფუნქციებს. მნიშვნელოვანი პირები იყვნენ აგრეთვე ეპონიმები, რომლებსაც უხუცესთა საბჭო ირჩევდა შვიდი წლით. მეფეები ასრულებდნენ სამხედრო და სამშენებლო ფუნქციებს.

საბას სამეფოს ისტორია სამ ძირითად ეტაპად იყოფა: მუქარიბების პერიოდი: (ძვ. წ. I ათასწლეულის I ნახევარი), ამ ეტაპზე ჭარბობდა პირველყოფილი თემური წყობილების გადმონაშთები და სამეფო ძალაუფლება შეზღუდული იყო მუქარიბებით. დაახლოებით ძვ. წ. II ათასწლეულის I ნახევრიდან სამეფო ხელისუფლება გაძ₾იერდა მუქარიბების უნქციების მითვისების ხარჯზე. ძვ. წ. I ათასწლეულის დასასრულისთვის საბის სამეფო სამხრეთ არაბეთის სხვა ქვეყნებთან ერთად დასუსტდა. ახ. წ. I საუკუნეში საბის მეფეებმა შეძლეს სამხრეთ არაბეთის გაერთიანება, განიცადეს ძლიერი ელინისტური გავლენა, განსაკუთრებით სკულპტურასა და სამონეტო საქმეში. III-IV საუკუნეებში საქარავნო ვააჭრობის დაცემასთან ერთად სამხრეთ არაბეთის სახელმწიფოები დასუსტდნენ. IV საუკუნიდან მთელი ეს ტერიტორია ჰიმიარიტების სამეფოში მოექცა.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება