ეპისკოპოსი საბა (ერისკაცობაში — ლაშა ანდრიას ძე ინწკირველი[1] დ. 22 ივნისი, 1981, ოზურგეთის რაიონი) — ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის მღვდელმთავარი 2014 წლის 15 ივნისიდან.

საბა
ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის ეპისკოპოსი

მეუფე საბა
პროვინცია ჩრდილოეთი ამერიკა
ეპარქია ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქია
ეკლესია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ინთრონიზაცია 2014
პირადი მონაცემები
დაბადების თარიღი 22 ივნისი, 1981 (1981-06-22) (43 წლის)
ეროვნება ქართველი
რელიგია ქრისტიანობა

ბიოგრაფია

რედაქტირება

ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი საბა, ერისკაცობაში ლაშა ინწკირველი დაიბადა 1981 წლის 22 ივნისს ოზურგეთის რაიონში. 1996 წელს შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების ლოცვა- კურთხევით მან ჩააბარა ბათუმის წმ. იოანე ღვთისმეტყველის სახელობის სასულიერო სემინარიაში. სტუდენტობის პერიოდში ის დაინტერესტდა მონასტრული ცხოვრებით და მორჩილებას გადიოდა მახერას მამათა მონასტერში, კვიპროსზე. 2000 წელს სასულიერო სასწავლებელის დასრულების შემდეგ სწავლის გასაგრძელებლად კათოლიკოს- პატრიარქის ილია II და მიტროპოლიტ დიმიტრის (შიოლაშვილი) ლოცვა- კურთხევით ის სერბეთში გაემგზავრა . 2001-2007 წელეებში სწავლობდა ბელგრადის წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის უნივერსტიში, საღვთისმეტყველო ფაკულტეტზე.

საქართველოში 2008 წელს დაბრუნდა. მიტროპოლიტმა დიმიტრიმ ის მორჩილად აკურთხა , უწოდა სახელი ლაშა-გიორგი და ასევე დანიშნა ეპარქიის მდივნად. 2009 წლის 29 ივნისს მორჩილი ლაშა-გიორგი ბერად აღიკვეცა და ეწოდა სახელი - საბა. ამავე წლის 5 ივლისს, ბერი საბა ეკურთხა ბერ- დიაკვნად. 2010 წელს უწმინდესისა და უნეტარესი ილია მეორეს ლოცვა -კურთხევით ბერ-დიაკონი საბა ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. 2010 წლის 26 ოქტომბერს მიტროპოლიტმა დიმიტრიმ(შიოლაშვილი) ის აკურთხა მღვდელ-მონაზვნად და ჩააბარა წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის მონასტერი და წმინდა გიორგის სახელობის სამრევლო პენსილვანიის შტატში.

საქართველოს ეკლესიის ისტორიაში ის პირველი ქართველი სასულიერო პირია, რომელიც ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე იქნა ხელდასხმული. ეკლესიაში ერთგული მსახურებისათვის 2011 წელს 22 მაისს მიტროპოლიტმა დიმიტრიმ ,მღვდელ-მონოზონ საბას იღუმენობა მიანიჭა.

2013 წელს ის დანიშნა ბრუკლინში ღვთისმშობლის შობის სახელობის ქართული სამრევლო წინამძღვრად.

2013 წელის 9 თებერვალს მამა საბა აყვანილ იქნა არქიმანდრიტის ხარისხში.

2013 წელის 13 ოქტომბერს მას მიენიჭა მანტიისა და კვერთხის ტარების უფლება.

2014 წლის 3 ივნისს, საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის განჩინებით არქიმანდრიტი საბა გამორჩეულ იქნა ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსად.

2014 წლის 22 ივნისს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქის ილია II-სა და წმინდა სინოდის წევრების მიერ, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში არქიმანდრიტი საბა ეპისკოპოსად იკურთხა.

2014 წლის 3 ივნისს არქიმანდრიტი საბა გამორჩეულ იქნა ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის ეპისკოპოსად.[2] ხოლო 2014 წლის 22 ივნისს მცხეთაში, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ეპისკოპოსად აკურთხა უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მთავარეპისკოპოსმა მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტმა ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისა ილია II-მ.[3]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. საბა – ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-05-07. ციტირების თარიღი: 2018-05-06.
  2. წმიდა სინოდის სხდომა 03/06/2014. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-05. ციტირების თარიღი: 2015-01-31.
  3. torontomrevli.ca. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-02-11. ციტირების თარიღი: 2015-01-31.