საალყო არტილერიაციხესიმაგრის კედლებისა და შიგა ნაგებობების დასანგრევად, მისი დამცველების გასანადგურებლად განკუთვნილი მსხვილკალიბრიანი ქვემეხები. საალყო არტილერიას უძველესი დროიდან იყენებდნენ. როგორც არტილერია დამოუკიდებელი სახეობა, XVI-XVII საუკუნეებში ჩამოყალიბდა. რუსეთში XVIII საუკუნის დასაწყისში მიეცა მუდმივი ორგანიზაცია საალყო პარკის სახით, რომელიც შედგებოდა 462 ქვემეხის, 18 საკანონირო და 6 საბომბარდო ასეულისაგან.

რუსეთ-იაპონიის ომის (1904-1905) შემდეგ რუსეთის არმიაში საალყო არტილერიას ეწოდა მძიმე საველე არტილერია. პირველი მსოფლიო ომის (1914-1918) შემდეგ ტერმინი „საალყო არტილერია“ აღარ იხმარება; მის ნაცვლად იყენებენ ტერმინს „დიდი და განსახუთრებული სიმძლავრის არტილერია“.

ლიტერატურა რედაქტირება