ალექსანდრე სააკოვი

(გადამისამართდა გვერდიდან სააკოვი, ალექსანდრე)

ალექსანდრე სააკოვი (დ. 1941 — გ. 2007) — ქართველი ფოტოგრაფი, ეთნიკურად სომეხი.

დაიბადა 1941 წელს თბილისში. ფოტოგრაფიას ხელი მოკიდა 1965 წელს. მუშაობდა გაზეთებში „ახალგაზრდა კომუნისტი“, „მოლოდიოჟ გრუზიი“, „კომუნისტი“, აპნ-ის და ტასს-ის საქართველოს განყოფილებებში. თანამშრომლობდა გაზეთებში „პრავდა“, „კომსომოლსკაია პრავდა“, „სოვიეტსკი სპორტი“, „სოვეტსკაია კულტურა“, „არგუმენტი ი ფაქტი“, ჟურნალებში „სოვეტსკი სოიუზ“, „ოგონიოკი“, „ჟურნალისტი“, „სოვეტსკოე ფოტო“. იბეჭდებოდა თითქმის ყველა პროფესიულ ფოტოგრაფიულ ჟურნალებში „სოვიეტ ლაიფ“-ი, „კვიკ“-ი, „პარი-მატჩ“-ი. 120 რესპუბლიკური, სრულიად საკავშირო და საერთაშორისო ფოტოგამოფენებისა და ფოტოკონკურსების პრიზიორი. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე.

ცხოვრების ბოლო წლები მძიმე დეპრესიაში გაატარა. ცხოვრება თვითმკვლელობით დაასრულა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება