საავედრის ეტიუდი
საავედრის ეტიუდი — ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საჭადრაკო ეტიუდი, რომელიც დაკავშირებულია ესპანელი სასულიერო პირის ფერნანდო საავედრას (1849–1922) სახელთან. მან ჟორჟ ბარბიეს მიერ გამოქვეყნებულ პოზიციაში იპოვა მომგებიანი სვლები. მანამდე კი აღნიშნული პოზიცია საყაიმოდ ითვლებოდა.
ეტიუდი
რედაქტირება
ამოხსნა:
- 1.c7 ეd6+
- 2.მფb5 ეd5+
- 3. მფb4 ეd4+
- 4. მფb3 ეd3+
- 5. მფc2   ეd4
- 6. c8ე! ეa4
- 7. მფb3
ქართველი საჭადრაკო კომპოზიტორის, ველიმირ კალანდაძის თქმით, „ეს უნიკალური ეტიუდია საჭადრაკო კომპოზიციის მატიანეში, სადაც ერთადერთი პაიკი წარმატებით იბრძვის ეტლის წინააღმდეგ, თეთრი მეფის დახვეწილი მოძრაობა, ეტლის მოხდენილი გაცოცხლება, და ბოლოს, ორმაგი დარტყმა თითქოსდა საყაიმო პოზიციაში, მართლაც წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს“[1].
საინტერესო ფაქტები
რედაქტირებააღნიშნულ ეტიუდს ქართველმა პოეტმა და საჭადრაკო კომპოზიტორმა რუზველტ მარცვალაშვილმა მიუძღვნა ლექსი სახელწოდებით „საავედრას ეტიუდი“[2]:
- ვინმე მღვდელმა საავედრამ
- ღმერთს ერთი სვლა შეავედრა
- შავმა ეტლმა ცე-ექვს პაიკს
- ეტლში გასვლა დააყვედრა
- „თავს ვწირავდი მეფისათვის,
- ბედმა ეს რა შემახვედრა“
- ისტორიის კუთვნილებად
- იქცა მღვდელი საავედრა