რუზველტ მარცვალაშვილი
რუზველტ მარცვალაშვილი (დ. 15 თებერვალი, 1956, თბილისი, საქართველოს სსრ) — ქართველი პოეტი და საჭადრაკო კომპოზიტორი.
1973 წელს დაამთავრა დუშეთის საშუალო სკოლა-ინტერნატი. 1883-1888 წლებში სწავლობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. ცხოვრობს სოფელ ჩარგალში, მუშაობს ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმში ექსკურსიამძღოლად. გამოცემული აქვს ლექსების კრებულები: „არწივი ყივის, არ წივის“ და „საარწივოს მარგალიტები“ (2021 წ.).
საჭადრაკო კომპოზიცია
რედაქტირებარუზველტ მარცვალაშვილმა პირველი საჭადრაკო ამოცანა გამოაქვეყნა გაზეთ ლელოში 1973 წელს, ხოლო პირველი ეტიუდი - 1984 წელს. მას შედგენილი აქვს ათეულობით ორსვლიანი, სამსვლიანი, მრავალსვლიანი ამოცანები, აგრეთვე ეტიუდები, ნადიშამათები, თვითშამათები. მისმა ერთ-ერთმა მრავალსვლიანმა ამოცანამ მეორე პრიზი დაიმსახურა ნიდერლანდებში ტიმ კრაბეს 60 წლის იუბილის აღსანიშნავად გამართულ კონკურსზე.
ამოხსნა:
- 1.მe6 cxd3
- 2.ეe5+ მფc4
- 3.ეe4+ მფb5
- 4.მd4+ მფc4
- 5.მxc2+ მფb5
- 6.მd4+ მფc4
- 7.მe2+ მფb5
- 8.ეe5+ მფc4
- 9.b3+ axb3+
- 10.ეe4+ მფb5
- 11.მc3+ bxc3
- 12.a4#
„საწყის პოზიციაში ძნელი წარმოსადგენია, რომ საშამათო სვლას a2 პაიკი გააკეთებდა. ასეთ ამოცანებს ძალიან აფასებდა ლოიდი“[1].
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- მარცვალაშვილი რუზველტ, საარწივოს მარგალიტები, თბ., 2021.
ლიტერატურა
რედაქტირება- გიორგაძე თენგიზ, ქართული ჭადრაკის მატიანე, ნაწ. I, თბ., 1995. — გვ. 52.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ კობა დავითაია, ჩარგალის საჭადრაკო მუზა, „საქართველოს რესპუბლიკა“ (საჭადრაკო დამატება „ლაზიერი“), N113, 2003, გვ.7