საადის ქუჩა
საადის ქუჩა — ქუჩა თბილისში, კრწანისის რაიონში (კალა). ბეთლემის ქუჩიდან ორპირის ქუჩამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნეში. თბილისის გამგეობის მიერ 1903 წლის შედგენილ ქუჩების სიაში შეტანილია როგორც შესახვევი, ასევეა თბილისის 1934 წლის გეგმაზეც, თბილისის ქუჩების 1955 წლის ცნობარში შეტანილია როგორც ქუჩა. აქვს I ჩიხი.
საადის ქუჩა | |
---|---|
საერთო ინფორმაცია | |
ქვეყანა | საქართველო |
ქალაქი | თბილისი |
რაიონი | კრწანისის რაიონი |
წინა სახელები | საადის შესახვევი |
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“, თბ., 2008. — გვ. 152, ISBN 978-99928-20-35-3.