ირლანდიის ეროვნული თეატრი

(გადამისამართდა გვერდიდან სააბატოს თეატრი)

ირლანდიის ეროვნული თეატრი (ირლ. Amharclann Náisiúnta na hÉireann, ინგლ. National Theatre of Ireland), სააბატოს თეატრი (ირლ. Amharclann na Mainistreach, ინგლ. Abbey Theatre) — თეატრი ქალაქ დუბლინში, ირლანდიის ერთ-ერთი წამყვანი კულტურული დაწესებულება.

ირლანდიის ეროვნული (სააბატოს) თეატრი. ექსტერიერი.

ირლანდიური სალიტერატურო თეატრის სახელწოდებით დააფუძნეს 1899 წელს უილიამ ბატლერ იეიტსმა და ლედი აუგუსტა გრეგორიმ, რომლებიც 1904 წლიდან თანამშრომლობდნენ დრამატურგ ჯონ მილინგტონ სინგთან. ამ დროისათვის თეატრის დასი გადავიდა განახლებულ შენობაში სააბატოს ქუჩაზე (აქედან მომდინარეობს სახელწოდება „სააბატოს თეატრი“). იდგმებოდა როგორც ორიგინალური პიესები, ასევე შონ ო’კეისისა და სხვათა ნაწარმოებები. მნიშვნელოვანი პრემიერები იყო სინგის „დასავლეთ სამყაროს ფლეიბოი“ (1907) და ო’კეისის „გუთანი და ვარსკვლავები“ (1926). 1924 წელს სააბატოს თეატრი გახდა სახელმწიფოს მიერ სუბსიდირებული პირველი თეატრი ინგლისურენოვან სამყაროში. 1951 წელს თეატრის თავდაპირველი შენობა ხანძარმა იმსხვერპლა. 1966 წელს ახალი თეატრი ააგეს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება