ლაქტოზა

(გადამისამართდა გვერდიდან რძის შაქარი)
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ლაქტოზა (ლათ. lac, ნათ. ბრ. lactis - რძე), რძის შაქარი, C12H22O11 დისაქარიდი, რომელიც შედგება D-გალაქტოზისა და D-გლუკოზის ნაშთებისაგან. არსებობს ლაქტოზის α და β ფორმა. ლაქტოზა იხსნება წყალში, განზავებულ ეთილის სპირტსა და პირიდინში. არ იხსნება ეთერსა და აბსოლუტურ სპირტში. ლაქტოზას შეიცავს ძუძუმწოვართა რძე (2-8,5%). მისი ნაკლებობა ახალშობილთა მძიმე დაავადებას იწვევს და ზოგჯერ სიკვდილით მთავრდება.

ლაქტოზის სტრუქტურული შემადგენლობა

ლიტერატურა

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ლაქტოზა“-დან