რუჰულა ახუნდოვი
რუჰულა ალი-ოღლუ ახუნდოვი (აზერ. Ruhulla Əli oğlu Axundov დ. 13 იანვარი [ძვ. სტ. 1 იანვარი]1897, სოფ. შუველიანი, ბაქოს მაზრა — გ. 1938 ) — აზერბაიჯანელი რევოლუციონერი, აზერბაიჯანში საბჭოთა ხელისუფლების დამყარებისათვის ბრძოლის მონაწილე, პარტიული და სახელმწიფო მოღვაწე, პუბლიცისტი, მეცნიერი. კომპარტიის წევრი 1919 წლიდან. 1917 აზერბაიჯანის „მემარცხენე“ ესერებია ჯგუფის წევრი.
1918 წელს რედაქტორობდა ბაქოს საბჭოს გაზეთ „იზვესტიას“ , ხოლო 1919 წლიდან არალეგალურ ბოლშევიკურ გაზეთ „კომუნისტს“. აზერბაიჯანში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ 1920 წლიდან იყო აზერბაიჯანის კპ(ბ) ცენტრალური კომიტეტის განყოფილების გამგე, პარტიის ბაქოს კომიტეტის მდივანი, რესპუბლიკური გაზეთების „ბაკინსკი რაბოჩის“ და „კომუნისტის“ რედაქტორი. 1924-1930 წლებში — აზერბაიჯანის კპ (ბ) ცენტრალური კომიტეტის მდივანი, გამომცემლობა „აზერნეშრის“ დირექტორი, აზერბაიჯანის სსრ განათლების სახალხო კომისარი. 1930 წელს აირჩიეს საკავშირო კპ (ბ) ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტის მდივნად. ახუნდოვი იყო პარტიის X–XVII ყრილობებისა და კომინტერნის კონგრესის დელეგატი. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 110.