რუსუდან ჯავრიშვილი
რუსუდან ჯავრიშვილი (დ. 31 დეკემბერი, 1918, თბილისი[1], სხვა ვერსიით ერთაწმინდა[2] — გ. 1999, თბილისი) — ქართველი მხატვარი, ფერმწერი, თეატრის მხატვარი.
რუსუდან ჯავრიშვილი | |
---|---|
რუსუდან ჯავრიაშვილის მემორიალური დაფა თბილისში | |
დაიბადა | 1918 |
დაბადების ადგილი | ერთაწმინდა, შიდა ქართლი |
გარდაიცვალა | 1999 |
გარდაცვალების ადგილი | თბილისი |
ეროვნება | ქართველი |
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია 1940 წელს. მხატვრის ძირითადი ინტერესის სფერო ფერწერის თითქმის ყველა ჟანრი გახლდათ: პეიზაჟი, თემატური კომპოზიციები, ნატურმორტი და ნაწილობრივ პორტრეტები. განსაკუთრებით ერთგულება პეიზაჟისადმი ხელოვანს ბოლომდე გაჰყვა.
რუსუდან ჯავრიშვილმა თავდაპირველად მხატვარ-დეკორატორად დაიწყო მუშაობა, ჯერ თბილისის პიონერთა და მოსწავლეთა სასახლეში, შემდეგ კი ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიის სახელმწიფო თეატრში ცნობილი რეჟისორის ბორის გამრეკელის უშუალო ხელმძღვანელობით. 1941-1944 წლებში იყო ამავე თეატრის მთავარი მხატვარი.
1960 წელს ელენე ახვლედიანის თაოსნობით შეიქმნა მხატვარ-პეიზაჟისტთა ერთი ჯგუფი, რომლის მიზანი იყო მშობლიური ქვეყნის მრავალფეროვანი ბუნების შრომისმოყვარე ხალხის ახლოს გაცნობა. აღსანიშნავია რომ ელენე ახვლედიანთან შემოქმედებით სიახლოვეს უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა რუსუდან ჯავრიშვილის ხელწერის ჩამოყალიბებისათვის.
რუსუდან ჯავრიშვილი გარდაიცვალა 1999 წელს, თბილისში.
გამოფენები
რედაქტირება1941 წლიდან მონაწილეობდა სამხატვრო გამოფენებში.
- 1964 — ეროვნული გალერეა, თბილისი, საქართველო.
- 1966 — „რუსთაველის ნაკვალევზე“, თბილისის სამხატვრო სალონი, საქართველო.
- 1969 — „შთაბეჭდილებები საზღვარგარეთიდან“, თბილისის სამხატვრო სალონი, საქართველო.
- 1977 — ფინანსთა სამინისტროს დარბაზი, თბილისი, საქართველო.
- 1981 — “თბილისქალაქობა“ ,სალონი „ფიროსმანი“, თბილისი, საქართველო.
- 1997 — ელენე ახვლედიანის ჯგუფის მხატვარი ქალების გამოფენა, ეროვნული გალერეა, თბილისი, საქართველო.
ჯილდოები
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 530.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, გვ. 530, თბ., 1987 წელი.
- ↑ რუსუდან ჯავრიშვილის ბიოგრაფია[მკვდარი ბმული]