რუსუდან ჭანტურიძე
რუსუდან ჭანტურიძე (დ. 25 სექტემბერი, 1958) — ქართველი იურისტი.
რუსუდან ჭანტურიძე | |
---|---|
დაბადების თარიღი |
25 სექტემბერი, 1958 თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
ეროვნება | ქართველი |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
საქმიანობა | იურისტი |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა 1958 წლის 25 სექტემბერს, ქალაქ თბილისში. 1983 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
1983-1992 წლებში იყო საქართველოს განათლების სამინისტროს პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების რესპუბლიკური ინსტიტუტის სამართალმცოდნეობის მეთოდისტი. საქართველოს პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი 1993-1999 წლებში. თბილისის საოლქო სასამართლოს მოსამართლე 1999-2005 წლებში.
2005 წლიდან არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, ხოლო 2015 წლიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს მთავარი კონსულტანტი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი, გვ. 559, თბ., 2006.