რუსუდან ბულუსაშვილი

ქართველი ექიმი

რუსუდან ბულუსაშვილი (დ. 8 მაისი, 1928, თბილისი — გ. 8 ივნისი, 2021, იქვე) — ქართველი ექიმი, მორფოლოგი, ჰისტოქიმიკოსი, ელექტრონული მიკროსკოპიის ერთ-ერთი დამფუძნებელი საქართველოში, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

რუსუდან ბულუსაშვილი
დაბ. თარიღი 8 მაისი, 1928(1928-05-08)
დაბ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდ. თარიღი 8 ივნისი, 2021(2021-06-08) (93 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი, საქართველო
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
საქმიანობა ექიმი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი
მეუღლე ლუარსაბ შარაშიძე

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა 1928 წლის 8 მაისს თბილისში. 1934-1945 წლებში სწავლობდა თბილისის I საშუალო სკოლაში; 1945-1951 წლებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტზე. 1951 წელს ჩააბარა ასპირანტურაში.

1955–1960 წლებში იყო ქირურგიის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი და ამავე ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი 1960–1970 წლებში და ელექტრონული მიკროსკოპიის ლაბორატორიის გამგე 1970-1991 წლებში.

ავტორია 90 სამეცნიერო ნაშრომის და 2 მონოგრაფიისა, რომლებიც ეხება ქირურგიული და სიმსივნური ზრდის საკითხებს. მონაწილეობდა საბჭოთა კავშირის და ევროპის ქვეყნების სიმპოზიუმებსა და კონგრესებში მორფოლოგიასა და ჰიჰსტოქიმიაში.

1955 წელს თბილისსა და მოსკოვში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე — „ნერვული სისტემის როლი ინდუცირებული სიმსივნეების განვითარებაში.“ 1968 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე — „ინდუცირებული სიმსივნეების ჰისტოქიმიური თავისებურებანი.“

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • უჯრედის ულტრასტრუქტურული ორგანიზაცია თბილისი, საბჭ. საქართველო, 1987 გვ. 171
  • ნერვული სისტემის სტრუქტურული ცვლილებები კანის ინდუცირებული კიბოს დროს, თბილისი, საქ. სსრ. მეცნ. აკად. გამ-ბა და სტ., 1961 გვ. 90

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება