რუსეთ-უკრაინის ომი

(გადამისამართდა გვერდიდან რუსეთ—უკრაინის ომი)
რუსეთ-უკრაინის ომი

რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი ტერიტორიები მონიშნულია წითლად (2022 წლის მარტი)
თარიღი 20 თებერვალი, 2014 — დღემდე
მდებარეობა დონეცკისა და ლუგანსკის ოლქები, ყირიმი და სევასტოპოლი (უკრაინა)
სტატუსი მიმდინარე
მხარეები
რუსეთის დროშა რუსეთი უკრაინის დროშა უკრაინა
მეთაურები
რუსეთის დროშა ვლადიმერ პუტინი
რუსეთის დროშა სერგეი შოიგუ
რუსეთის დროშა ვალერი გერასიმოვი
რუსეთის დროშა იგორ სერგუნი
რუსეთის დროშა ალექსანდრე ვიტკო
უკრაინის დროშა ვოლოდიმირ ზელენსკი (2019 წლიდან)
უკრაინის დროშა ალექსეი რეზნიკოვი (2021 წლიდან)
უკრაინის დროშა სერგეი შაპტალა (2021 წლიდან)
უკრაინის დროშა ალექსანდრე ტურჩინოვი (2014)
უკრაინის დროშა იგორ ტენიუხი (2014)
უკრაინის დროშა მიხეილ კუცინი (2014)
ძალები
რუსეთის შეიარაღებული ძალები:
76-ე საჰაერო-სადესანტო დივიზია
რუსეთის შავი ზღვის ფლოტი:

გრუ-ს ძალები

უკრაინის შეიარაღებული ძალები
  • 36-ე სანაპირო დაცვის ბრიგადა [1]
დანაკარგები
დაიღუპა: 5700 (2021) დაიღუპა: 4150 (2021)
რუსეთ-უკრაინის ომი ვიკისაწყობში

რუსეთ-უკრაინის ომი 2014 წლის უკრაინული რევოლუციის შემდეგ, 1 მარტს, რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალების მიერ შავი ზღვის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ყირიმის ნახევარკუნძულის დაკავებით დაიწყო[2]. იმავე დღეს რუსეთის ფედერალური კრების ფედერაციის საბჭომ ყირიმის ოკუპაცია დააკანონა და რუსეთის სამხედრო ძალებს უკრაინის ტერიტორიაზე შესვლის უფლება მისცა[3].

ომს წინ უძღოდა 2014 წლის უკრაინის რევოლუცია და ევრომაიდანის მოძრაობა, რომელმაც დაასრულა პრორუსი ვიქტორ იანუკოვიჩის მმართველობა. საპასუხოდ, რუსმა აქტივისტებმა დაიკავეს ადმინისტრაციული შენობები და აეროპორტები ყირიმის ნახევარკუნძულზე, სადაც მოსახლეობის უმრავლესობას რუსები შეადგენენ. მარტში ჩატარებული რეფერენდუმის საფუძველზე რუსეთის ფედერაციამ ყირიმის ანექსია მოახდინა[4]. შეიარაღებულმა დაპირისპირებამ თავი იჩინა უკრაინის აღმოსავლეთშიც, სადაც რუსეთის მომხრე შეიარაღებულმა აქტივისტებმა აპრილში ადმინისტრაციული შენობების დაკავება დაიწყეს. საპასუხოდ, უკრაინის ხელისუფლებამ წამოიწყო კონტრტერორისტული ოპერაცია[5], რაც მალე სრულმასშტაბიან კონფლიქტად გადაიქცა.

  1. 1.0 1.1 ყირიმის გადატრიალების რუსული ნაბიჯები. The Daily Beast.com
  2. პუტინმა უკრაინას ომი გამოუცხადა
  3. „რუსეთის პარლამენტმა უკრაინაში რუსული ჯარის შეყვანა დააკანონა“. The Hindu. 1 მარტი, 2014. ციტირების თარიღი: 1 მარტი, 2014. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  4. MH17: How did the conflict in Ukraine start?. abc.net.au, 29.07.2014 (ინგლისური)
  5. О.Турчинов заявив про початок масштабної антитерористичної операції comments.ua, 13.04.2014 (უკრაინული)