სერგეი შოიგუ
სერგეი შოიგუ (რუს. Серге́й Кужуге́тович Шойгу́, ტუვ. Сергей Күжүгет оглу Шойгу; დ. 21 მაისი, 1955, ჩადანი, ტუვას ავტონომიური ოლქი, რსფსრ, სსრკ) — რუსი სამხედრო და სახელმწიფო მოღვაწე. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრი 2012 წლის 6 ნოემბრიდან 2024 წლის 12 მაისამდე. არმიის გენერალი (2003), რუსეთის ფედერაციის გმირი (1999).
რსფსრ-ს და რუსეთის ფედერაციის სტიქიური მოვლენების შედეგების ლიკვიდაციის, საგანგებო სიტუაციების და სამოქალაქო თავდაცვის საკითხების სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე (1991-1994), რუსეთის ფედერაციის სტიქიური მოვლენების შედეგების ლიკვიდაციის, საგანგებო სიტუაციების და სამოქალაქო თავდაცვის საკითხების მინისტრი (1994-2012), მოსკოვის ოლქის გუბერნატორი (2012).
მოძრაობა „ერთობის“ რეგიონათშორისი ხელმძღვანელი (1999-2001), პარტია „ერთიანი რუსეთის“ თავმჯდომარე (2001-2002, იური ლუჟკოვთან და მინტიმერ შაიმიევთან ერთად), უმაღლესი საბჭოს წევრი და ერთ-ერთი დამფუძნებელი.
რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების პრეზიდენტი (2009 წლიდან).
ბიოგრაფია
რედაქტირებასერგეი შოიგუ დაიბადა 1955 წლის 21 მაისს ტუვას ავტონომიურ ოლქში, პატარა ქალაქ ჩადანში. მამამისი, კუჟუგეტ შოიგუ იყო რაიონული გაზეთის რედაქტორი, ხოლო დედა, ალექსანდრა შოიგუ (დაბადებული კუდრიავცევა) — ზოოტექნიკოსი.[1]
სასწრაფო სამხედრო სამსახური არ გაუვლია.[2]
განათლება
რედაქტირება1962 წლიდან 1972 წლამდე სწავლობდა ადგილობრივ სკოლაში. 1972 წლიდან 1977 წლამე სწავლობდა კრასნოიარსკის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში, დაამთავრა ინჟინერ-მშენებლის სპეციალობით.[3]
1996 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე „სახელმწიფო მართვის ორგანიზება საგანგებო სიტუაციების პროგნოზირების დროს სოციალურ-ეკონომიკური ზარალის შემცირებისთვის“, მიიღო ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატის წოდება.[3][4]
კარიერა
რედაქტირებარუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო
რედაქტირება1991 წლიდან გახდა რუსეთის მაშველთა კორპუსის თავმჯდომარე. რსფსრ-ს და რუსეთის ფედერაციის სტიქიური მოვლენების შედეგების ლიკვიდაციის, საგანგებო სიტუაციების და სამოქალაქო თავდაცვის საკითხების სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე (1991-1994).
1992 წელს დაინიშნა ჩრდილოეთ ოსეთის და ინგუშეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილედ, ოსურ-ინგუშური კონფლიქტის დროს. 1993 წლიდან 2003 წლამდე იყო რუსეთის ფედერაციის ეროვნული კომისიის თავმჯდომარე, რომელსაც უნდა ჩაეტარებინა სტიქიური მოვლენების საფრთხის შემცირებისთვის მიძღვნილი გაეროს ათწლეული.[5]
1994 წლიდან 2012 წლამდერუსეთის ფედერაციის სტიქიური მოვლენების შედეგების ლიკვიდაციის, საგანგებო სიტუაციების და სამოქალაქო თავდაცვის საკითხების მინისტრი (ამავე დროს, 2000 წლის 10 იანვრიდან 7 მაისამდე იყო რუსეთის ფედერაციის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე). არაერთხელ, რუსეთის მოქალაქეებმა დაასახელეს როგორც „ყველაზე პოპულარული მინისტრი, რომლის მოღვაწეობაც მოსწონს რუსების უმრავლესობას“.[6][7]
1996 წელს იყო პრეზიდენტ ბორის ელცინის საარჩევნო კამპანიის კურატორი რუსეთის ფედერაციის სუბიექტებში.[8]
1996 წლიდან იყო რუსეთის უშიშროების საბჭოს წევრი (2012 წლიდან არის საბჭოს მუდმივი წევრი).
2000 წლიან სათავეში ჩაუდგა პარტია „ერთიანობას“, რომელმაც პარტიებთან „სამშობლო“ და „მთელი რუსეთი“ ჩამოაყალიბა პარტია „ერთიანი რუსეთი“.[9]
გუბერნატორი
რედაქტირება2012 წლის 4 აპრილს პარტია „ერთიანმა რუსეთმა“ შესთავაზა რუსეთის პრეზიდენტს შოიგუს კანდიდატურა მოსკოვის ოლქის გუბერნატორის პოსტზე.[10] 2012 წლის 5 აპრილს შოიგუს კანდიდატურას მხარი დაუჭირა მოსკოვის საოლქო დუმას.[11] 2012 წლის 11 მაისს, მას შემდეგ რაც წინა გუბერნატორს, ბორის გრომოვს შეუჩერდა უფლებამოსილების ვადა, შოიგუმ დაიწყო გუბერნატორობა.[12]
თავდაცვის მინისტრი
რედაქტირება2012 წლის 6 ნოემბერს არმიის გენერალი სერგეი შოიგუ დაინიშნა რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრად, ანატოლი სერდიუკოვის მაგივრად. მთავრობის თავმჯდომარის პრეს-მდივნის, ნატალია ტიმაკოვას თქმით, შოიგუს დანიშვნას რეკომენდაცია დიმიტრი მედვედევმა გაუწია.[13] ამასთან ერთად, დაინიშნა უწყებათშორისი სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელის მოადგილედ. ჯგუფის მოვალეობა იყო შეიარაღების სახელმწიფო პროგრამის რეალიზაციის და სახელმწიფო თავდაცვითი შეკვეთის შესრულების კონტროლი.
სისხლის სამართლის საქმე უკრაინაში
რედაქტირება2014 წლის 22 ივლისს უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო სამართველომ დაიწყო სისხლის სამართლის საქმე რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს და ბიზნესმენ კონსტანტინე მალოფეევის წინააღმდეგ, სამხედრო შენაერთების შექმნის და დაფინანსების ბრალდებით.[14] დუმას პროფილური კომიტეტების ხელმძღვანელობაში თვლიან, რომ ეს არის შურისძიება უკრაინის მხრიდან, რუსეთის მიერ არსენი ავაკოვის და იგორ კოლომოისკის საერთაშორისო ძებნაში გამოცხადებისთვის.[15][16]
2015 წლის სექტემბერში შეიყვანეს უკრაინის სასანქციო სიაში.[17] უკრაინელები მას ადანაშაულებენ „უკრაინის ეროვნული და სამოქალაქო უსაფრთხოების, მსოფლიოს და საერთაშორისო სამართლწესრიგის წინააღმდეგ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენას“ ედავებიან. 2016 წლის სექტემბერში კიევის პეჩერსკის რაიონულმა სასამართლომ გასცა შოიგუს დაკავების სანქცია, რათა უკანასკნელი სასამართლოს წინაშე წარსდგეს.[18]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Биография დაარქივებული 2015-12-11 საიტზე Wayback Machine. на официальном сайте Министерства обороны России.
- Биография на официальном сайте Правительства России.
- Биография დაარქივებული 2012-04-11 საიტზე Wayback Machine. на официальном сайте ИТАР-ТАСС.
- Сергей Шойгу, председатель Госкомитета по чрезвычайным ситуациям: «Мысли об отставке мне спать не мешают», интервью 1992 года.
- Сергей Шойгу на Форуме Министерства обороны Российской Федерации.
- Сергей Шойгу: «Откосить никому не позволю». Интервью газете «Городские новости», 2014. დაარქივებული 2014-04-19 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ В Москве прощаются с Александрой Шойгу[მკვდარი ბმული]
- ↑ Валерий // Генерал нашей армии // Новая газета // 10 августа 2015.
- ↑ 3.0 3.1 Министр обороны. Министерство обороны Российской Федерации. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-12-11. ციტირების თარიღი: 2014-12-23.
- ↑ Шойгу Сергей Кужугетович.. Организация государственного управления при прогнозировании чрезвычайных ситуаций в целях уменьшения социально-экономического ущерба (на примере землетрясений). Электронный журнал «Новые исследования Тувы». ციტირების თარიღი: 2014-12-23.
- ↑ Справка об обстоятельствах возникновения осетино-ингушского вооружённого конфликта, его развития и роли в нём федеральных органов власти и управления. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-02-25. ციტირების თარიღი: 2018-11-06.
- ↑ Назван самый популярный министр России — Социология
- ↑ Шойгу, Лавров и Иванов — самые популярные в народе российские министры | РИА Новости
- ↑ Шойгу Сергей Кужугетович на сайте panorama.ru
- ↑ Lenta.ru: В России: партию «Единство» возглавил Сергей Шойгу. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-04-01. ციტირების თარიღი: 2018-11-06.
- ↑ Медведев предложил Шойгу в губернаторы Подмосковья
- ↑ Мособлдума утвердила кандидатуру С. Шойгу на пост губернатора Московской области[მკვდარი ბმული]
- ↑ Шойгу вступил в должность губернатора Подмосковья
- ↑ Шойгу стал главой Минобороны по рекомендации Медведева
- ↑ МВС України відкрило кримінальне провадження стосовно посібників терористів — Шойгу і Малофєєва. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-07-10. ციტირების თარიღი: 2018-11-06.
- ↑ МВД Украины возбудило дело в отношении Сергея Шойгу. ИТАР-ТАСС (22 июля 2014).
- ↑ СКР объявил Авакова и Коломойского в международный розыск. ИТАР-ТАСС (21 июня 2014).
- ↑ УКАЗ ПРЕЗИДЕНТА УКРАЇНИ № 549/2015
- ↑ Суд в Киеве выдал ордер на арест Шойгу // НТВ.Ru