რუსეთის წითელი ჯვრის საზოგადოების პიატიგორსკის კოლონია
რუსეთის წითელი ჯვრის საზოგადოების პიატიგორსკის კოლონია (რუს. Пятиго́рская коло́ния Росси́йского о́бщества Кра́сного Креста́) — სამედიცინო ორგანიზაცია, რომელიც ფუნქციონირებდა 1901 წლიდან 1917 წლამდე პიატიგორსკში. კოლონიის ისტორიული შენობები აშენდა 1890-იან და 1900-იანი წლების დასაწყისში, ხოლო თავად სამედიცინო ორგანიზაციამ მუშაობა დაიწყო 1901 წლის მაისში.[1] წითელი ჯვრის კოლონიაში სხვადასხვა დაავადებისა და დაზიანებების როგორც სტაციონარული, ასევე ამბულატორიული მკურნალობა მიმდინარეობდა.[2] თავიდან პაციენტების უმეტესობა ჯარისკაცები, ოფიცრები და დამსვენებლები იყვნენ, მაგრამ საავადმყოფოში საწოლები მცირე რაოდენობით იყო ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე სტუდენტებისთვის, მასწავლებლებისთვის და სხვა დაბალი შემოსავლის მქონე პაციენტებისთვის. კოლონიამ მიიღო დაფინანსება როგორც რუსეთის წითელი ჯვრის მთავარი დირექტორატისგან, ასევე ადგილობრივი ხელისუფლებისგან და კერძო ქველმოქმედებისგან, რამაც საშუალება მისცა ადგილობრივებს ემკურნალათ უფასოდ ან ხელმისაწვდომ ფასად.
რუსეთის წითელი ჯვრის საზოგადოების პიატიგორსკის კოლონია | |
---|---|
შეიქმნა | 1901 |
გაუქმდა | 1917 |
სტატუსი | საქველმოქმედო |
ტიპი | სამედიცინო ორგანიზაცია |
მიზანი | ჰუმანიტარული |
შტაბ-ბინა | პიატიგორსკი, რუსეთის იმპერია |
მდებარეობა | რუსეთი |
ენა | რუსული |
მშობელი ორგანიზაცია | რუსეთის წითელი ჯვრის საზოგადოება |
ქვეყანა | რუსეთის იმპერია და რუსეთი |
მე-20 საუკუნის დასაწყისში პიატიგორსკის წითელი ჯვრის კოლონიამ გააფართოვა თავისი საქმიანობა და გახსნა მის დაქვემდებარებაში მყოფი წითელი ჯვრის კოლონიები გეორგიევსკში, ესენტუკში, ჟელეზნოვოდსკში და კისლოვოდსკში.[3] პიატიგორსკის კოლონიის ტერიტორიაზე მოქმედებდა 1894 წელს დაარსებული პიატიგორსკის ალექსანდრე გეორგიევსკაიას მოწყალების დების საზოგადოება. იგი გახდა ყველაზე დიდი საქველმოქმედო ორგანიზაცია პიატიგორსკში. პირველი მსოფლიო ომისა და რუსეთის სამოქალაქო ომის დროს პიატიგორსკი და წითელი ჯვრის სხვა კოლონიები დაჭრილთა სამხედრო საავადმყოფოებად გადაკეთდა.
ახლა, კოლონიის ტერიტორიაზე მოქმედებს ქალაქ პიატიგორსკის „ქალაქის კლინიკური საავადმყოფო“. 2015-2021 წლებში არსებული მონაცემებით, კოლონიის ტერიტორიაზე არსებული ორი შენობა მიტოვებული და ავარიულია, სამი-ოთხი შენობა შემორჩენილია და სარგებლობაშია, ერთი კი განზრახ დაინგრა 1939 წელს.
ისტორია
რედაქტირებაXIX საუკუნის მეორე ნახევარში კავკასიის მინერალური წყლების რეგიონი უკვე ცნობილი სამკურნალო კურორტი იყო, მაგრამ არ არსებობდა სახელმწიფო ან დიდი კერძო ორგანიზაციის მიერ შექმნილი ჯანდაცვის სისტემა. ცარისტული მთავრობა კურორტებს იჯარით აძლევდა კერძო მეწარმეებს და არ ზრუნავდა კურორტის განვითარებაზე და ჯანდაცვის ობიექტების მშენებლობაზე. ზოგჯერ მძიმედ დაავადებული სტუმრები საარსებო სარჩოს გარეშე რჩებოდნენ. ამ ადამიანებისთვის წმინდა ოლგას თავშესაფარი პიატიგორსკის ნიჟეგოროდსკაიას ქუჩაზე აშენდა 1872 წელს. ეს იყო 10 საწოლიანი საქველმოქმედო სეზონური საავადმყოფო, რომელიც მუშაობდა 1 მაისიდან 10 ოქტომბრამდე.
თავად წითელი ჯვრის პიატიგორსკის კოლონიამ დაიწყო თავისი საქმიანობა 1901 წლის მაისში. იმ დროს რუსეთის წითელი ჯვრის საზოგადოების მთავარი დირექტორატი მდებარეობდა პეტერბურგში, ხოლო პიატიგორსკში ერმოლოვსკაიას ქუჩაზე (ახლანდელი კალინინის გამზირი, 33) მისი ადგილობრივი ფილიალი, რომელსაც ეწოდა „კოლონია".
რუსეთის წითელი ჯვრის საზოგადოების პიატიგორსკის კოლონიამ პირველი პაციენტები მიიღო 1901 წლის 1 მაისს. 1902 წელს შეიქმნა ადგილები სპეციალურად სტუდენტებისთვის, გაიხსნა თვალის კლინიკა და ადგილების საერთო რაოდენობა კოლონიაში გაიზარდა 122-მდე. შემდეგ, კოლონიამ მიიღო დაფინანსება რუსეთის წითელი ჯვრის მთავარი დირექტორატისგან - ყოველწლიურად 3000 რუბლი, ადგილობრივი საკრებულოდან და წყლის ადმინისტრაციისგან - წელიწადში 300 მანეთი, უსინათლოთა მოვლის საზოგადოებისგან - 600.
ლიტერატურა
რედაქტირება- Багдасарян А., Краснокутская Л.. (2014-03-27) Пятигорск — госпитальная база России в Первую мировую войну. Городской портал Ставрополя. ციტირების თარიღი: 2021-08-04
- Справка о результатах рабочей группы управления Ставропольского края по сохранению и государственной охране объектов культурного наследия по изучению положения дел и оказанию практической помощи органам местного самоуправления муниципального образования города-курорта Пятигорска Ставропольского края в решении вопросов местного значения, направленных на социально-экономическое развитие данного муниципального образования, и осуществлению контроля за исполнением переданных органам местного самоуправления муниципального образования города-курорта Пятигорска Ставропольского края отдельных государственных полномочий Ставропольского края за 2013-2015 годы. Управление Ставропольского края по сохранению и государственной охране объектов культурного наследия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-08-03. ციტირების თარიღი: 2021-08-03
- Государственный архив Ставропольского края. 0-17049 (JPG). Государственный архив Ставропольского края (не позднее 1918 года). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-11-08. ციტატა: „Настоятельница общины сестер милосердия при колонии Красного Креста в Пятигорске И. А. Образцова, в 1898 году награждена почетным знаком отличия Красного Креста II степени“ ციტირების თარიღი: 2021-08-02
სქოლიო
რედაქტირება- ↑ История становления и развития больницы. cgbp.ru. ГБУЗ СК «Городская клиническая больница» города Пятигорска. Дата обращения: 21 июля 2021. Архивировано 12 августа 2020 года.
- ↑ Розенберг С. С. Ансамбль колонии «КРАСНОГО КРЕСТА». cgbp.ru. ГБУЗ СК «Городская клиническая больница» города Пятигорска. — историческая справка, предоставленная главным специалистом управления культуры администрации города Пятигорска. Дата обращения: 21 июля 2021. Архивировано 12 августа 2020 года.
- ↑ Покотилова, Татьяна. Красный Крест на Северном Кавказе в годы Первой Мировой войны (по материалам Ставропольской губернии и Терской области). kavkazoved.info. Научное Общество Кавказоведов (6 февраля 2015). Дата обращения: 3 августа 2021. Архивировано 28 января 2020 года.