რუსეთის საიმპერატორო გეოგრაფიული საზოგადოების კავკასიის განყოფილება

რუსეთის საიმპერატორო გეოგრაფიული საზოგადოების კავკასიის განყოფილება (რუს. Кавка́зский отде́л Импера́торского ру́сского географи́ческого о́бщества) — ერთ-ერთი უძველესი გეოგრაფიული სამეცნიერო ორგანიზაცია. დაარსდა 1850 წლის 27 ივლისს, პირველი საზეიმო დამაარსებელი სხდომა შედგა 1851 წლის 10 მარტს თბილისში. იარსება 1917 წლამდე. განყოფილების დანიშნულება იყო კავკასიის მხარის სისტემატური გეოგრაფიული, გეოლოგიური, ეთნოგრაფიული კვლევა, მისი ფლორისა და ფაუნის შესწავლა, რითაც საფუძველი ჩაეყარა კავკასიაში საბუნებისმეტყველო მეცნიერებას. განყოფილებას ხელმძღვანელობდა განმკარგულებელი კომიტეტი. განყოფილება სცემდა „ზაპისკი კავკაზსკოგო ოტდელა იმპერატორსკოგო რუსსკოგო გეოგრაფიჩესკოგო ობშჩესტვას“ და „იზვესტია კავკაზსკოგო ოტდელა იმპერატორსკოგო რუსსკოგო გეოგრაფიჩესკოგო ობშჩესტვას“. განყოფილების საქმიანობაში აქტიურად მონაწილეობდნენ ქართველი მკვლევრები: პლატონ იოსელიანი, დიმიტრი ბაქრაძე, ვ. სარაჯიშვილი, რაფიელ ერისთავი, მოსე ჯანაშვილი, გრიგოლ წულუკიძე, მ. გარსევანიშვილი, გიორგი ყაზბეგი, ალექსანდრე ხახანაშვილი და სხვა. განყოფილების ბაზაზე შეიქმნა გეოგრაფიული საზოგადოება გეოგრაფიული საზოგადოება საქართველოსი.

ლიტერატურა

რედაქტირება