რუსეთის საიმპერატორო გეოგრაფიული საზოგადოების კავკასიის განყოფილების ჩანაწერები

რუსეთის საიმპერატორო გეოგრაფიული საზოგადოების კავკასიის განყოფილების ჩანაწერები (რუს. «Записки Кавказского Отдела Императорского Русского Географического Общества») — რუსეთის საიმპერატორო გეოგრაფიული საზოგადოების კავკასიის განყოფილების პერიოდული სამეცნიერო ბეჭდვითი ორგანო. გამოცემულია 30 წიგნი (I-XXX, 1852-1917). თავდაპირველად იბეჭდებოდა როგორც განყოფილების წევრთა, ისე ევროპის მეცნიერთა გეოგრაფიული, ეთნოგრაფიული, ისტორიული, ბიბლიოგრაფიული და სხვა შრომები, 1872 წლამდე ინეჭდებოდა აგრეთვე განყოფილების ადმინისტრაციულ-ორგანიზაციული საქმიანობის მიმოხილვაც. ძირითადად გამოდიოდა თბილისში, IX წიგნი დაიბეჭდა პეტერბურგში (1875), XXI და XXII — პიატიგორსკში (1899, 1902).

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება