რუჟანის სასახლე
რუჟანის სასახლე (ბელარ. Ружанскі палац) — XVII საუკუნის არქიტექტურის ძეგლი ბელარუსის სოფელ რუჟანში. განეკუთვნებოდა საპეგების საგვარეულოს.
რუჟანის სასახლე ააგეს 1602 წელს ლიტვის დიდი სამთავროს კანცლერის ლევ საპეგის დაკვეთით. მშენებლობის დაწყების ზუსტი თარიღი უცნობია. ასევე უცნობია არქიტექტორის ვინაობაც. 1770-იან წლებში სასახლე ფაქტობრივად თავიდან ააშენეს, საქსონიელი არქიტექტორის ი. ბეკერის ხელმძღვანელობით. 1784 წელს სასახლეს სტუმრობდა პოლონეთის მეფე და ლიტვის დიდი მთავარი სტანისლავ II პონიატოვსკი. პოლონეთის მესამე დანაწილების შემდეგ საპეგები გადავიდნენ მეფის ხელისუფლების ოპოზიციაში, სასახლის მშენებლობა შეწყდა. 1831 წელს, პოლონეთის აჯანყების შემდეგ სასახლე საპეგებს ჩამოერთვათ და გადაეცა ებრაელ ბიზნესმენს, რომელმაც აქ გახსნა საქსოვი ფაბრიკა.