რუი ჰაჩიმურა
რუი ჰაჩიმურა (იაპონ. 八村塁; დ. 8 თებერვალი, 1988, ტოიამა, იაპონია) — იაპონელი კალათბურთელი; ამჟამად თამაშობს ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) კლუბ ვაშინგტონ უიზარდსში. საკოლეჯო კალათბურთს თამაშობდა გონძაგა ბულდოგებში. არის იაპონიის ეროვნული საკალათბურთო ნაკრების წევრი. სიმამღლისა (203 სმ) და წონის (104 კგ) ჰათვალისწინებით, შეუძლია როგორც მსუბუქი ფორვარდის, ისე მძიმე ფორვარდის პოზიციაზე თამაში.[1] ითვლებოდა NBA-ის 2019 წლის დრაფტ კლასის ერთ-ერთ მთავარ პერსპექტიულ მოთამაშედ;[2][3] აღნიშნულ დრაფტ-კლასში, ვაშინგტონ უიზარდსმა აირჩია პირველი რაუნდის მეცხრე პიკად.
ჰაჩიმურა იაპონიისთვის თამაშისას 2018 წელს | |||||||||||||
ვაშინგტონ უიზარდსი | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
მსუბუქი ფორვარდი/მძიმე ფორვარდი | |||||||||||||
პირადი ინფორმაცია | |||||||||||||
დაიბადა |
8 თებერვალი, 1998 ტოიამა, იაპონია | ||||||||||||
ეროვნება | იაპონელი | ||||||||||||
უმაღლესი სკოლა | მეისეი (სენდაი, იაპონია) | ||||||||||||
სიმაღლე | 203 სმ სმ | ||||||||||||
წონა | 104 კგ კგ | ||||||||||||
კარიერა | |||||||||||||
კოლეჯი | გონძაგა (2016-2019) | ||||||||||||
NBA-ის დრაფტი | 2019 / რაუნდი: 1 / არჩევა: მე-9 | ||||||||||||
არჩეული ვაშინგტონ უიზარდსი | |||||||||||||
პროფესიონალური კარიერა | 2019–დღემდე | ||||||||||||
ლიგა | NBA | ||||||||||||
კარიერის ისტორია | |||||||||||||
2019 - დღემდე | ვაშინგტონ უიზარდსი | ||||||||||||
მედლები
|
ტოიამას პროვინციაში დაბადებული რუი ჰაჩიმურამ ახალგაზრდობაშივე მიაღწია წარმატებას; თამაშობდა იაპონიის ეროვნულ 17 და 19 წლამდელთა ნაკრებებში (ფიბას ჩემპიონატში). 2016 წელს ჰაჩიმურა გონძაგას შეუერთდა როგორც მეხუთე იაპონიაში დაბადებული კაცთა NCAA-ის პირველი დივიზიონის მოთამაშე.
ადრეული ცხოვრება და კარიერა
რედაქტირებაჰაჩიმურა დაიბადა 1998 წლის 8 თებერვალს ტოიამას პროვინციაში, იაპონიაში, იაპონელი დედის, მაკიკოსა (麻紀子) და ბენინელი მამის, ზაქარი ჯაბილის ოჯახში. მისი სახელი რუი (塁) იაპონურად ნიშნავს „ბაზას“ ან „ციხე-სიმაგრეს“. სახელი შეურჩია ბაბუამ (იგი ბეიზბოლის დიდი გულშემატკივარი იყი). ჰყავს სამი ახალგაზრდა და-ძმა: ერთი ძმა და ორი და. ჰაჩიმურას უმცროსი ძმა, ალენი (阿蓮), არის იაპონიაში მდებარე ტოკაის უნივერსიტეტის კალათბურთელი.[4][5] ბავშვობაში თამაშობდა ბეიზბოლს (ქეჩერისა და პიჩერის პოზიციებზე).[6] 2013 წლის 29 დეკემბერს, ჰაჩიმურამ ულიდერა მეისეის საშუალო სკოლის საკალათბურთო გუნდს (32 ქულით) მეორე ტიტულის, იაპონიის საშუალო სკოლების ჩემპიონატის, მოგებაში; აღნიღნული შეხვედრა ოჰორის ფუკუოკას უნივერსიტეტის წინააღმდეგ შედგა და თამაში მეისეის გამარჯვებით, ანგარიშით 92-78 დასრულდა.[6] 2014 წელს იგი დაეხმარა გუნდს ხსენებული ტურნირის კიდევ ერთხელ მოგებაში.[7] 2015 წლის აპრილში ჰაჩიმურა მიიწვიეს „ჯორდან ბრენდ კლასიკზე“, სადაც მან საერთაშორისო თამაშში პირად ანგარიშზე ცხრა ქულა და ხუთი მოხსნა ჩაიწერა.[8][9] 2015 წლის 21 ნოემბერს, საკოლეჯო კალათბურთის სათამშოდ, ხელი მოაწერა აშშ-ის საკოლეჯო კალათბურთის გუნდ გონძაგა ბულდოგებთან; იგი ESPN-ის მიერ მიიჩნეოდა როგორც კოლეჯში შემსვლელი ერთ-ერთი საუკეთესო საერთაშორისო მოთამაშე.[10][11]
პროფესიონალური კარიერა
რედაქტირებავაშინგტონ უიზარდსი (2019 - დღემდე)
რედაქტირება2018 წლის 15 აპრილს ჰაჩიმურამ გამოაცხადა, რომ უარს ამბობდა კოლეჯში კიდევ ერთი წლის განმავლობაში თამაშზე და მონაწილეობას მიიღებდა 2019 წლის NBA-ის დრაფტ კლასში.[12] ჰაჩიმურა 2019 წლის NBA-ის დრაფტში, პირველი რაუნდის მე-9 არჩევნად ვაშინგტონ უიზარდსმა აირჩია. ჰაჩიმურა არის მეორე იაპონიაში დაბადებული მოთამაშე (იასუტაკა ოკაიამას შემდეგ), რომელიც NBA-ის დრაფტზე მოხვდა; აგრეთვე იგი არის პირველი იაპონელი მოთამაშე რომელიც NBA-ის დრაფტის პირველ ეტაპში აირჩიეს.[13] 2019 წლის 23 ოქტომბერს შედგა რუი ჰაჩიმურას დებიუტი NBA-ში; აღნიშნულ თამაშში უიზარდსი დალას მავერიქსს დაუპირისპირდა (უიზარდსი 100-108 დამარცხდა); ან შეხვედრა ორმაგი დუბლით, თოთხმეტი ქულითა და ათი მოხსნით დაასრულა.[14]
კარიერა ეროვნულ ნაკრებში
რედაქტირებარუი ჰაჩიმურა იაპონიას საერთათაშირისო დონეზე წარმოადგენს. ირანში ჩატარებულ, 2013 წლის ფიბას აზიის 16-წლამდელთა ჩემპიონატში ჰაჩიმურა საშუალოდ 22.8 ქულას, 12.6 მოხსნასა და 2.8 დაფარებას აგროვებდა (აღნიშნულია 8 თამაშის საშუალო მაჩვენებელი).[15] გუნდმა აღნიშნული ჩემპიონატი მესამე ადგილზე დაასრულა.[16] 2014 წლის აპრილში, იაპონიის 18-წლამდელთა ნაკრებთად ერთად,[17][18] თამაშობდა გერმანიაში გამართულ ალბერტ შვეიზერის ჩემპიონატში; აღნიშნული ჩემპიონატი გუნდმა ბოლო ადგილით დაასრულა.[19]
იაპონიის ნაკრებმა 2014 წლის ფიბას 17-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატში 16 გუნდიდან მე-14 ადგილი დაიკავა; რუი ჰაჩიმურა ტურნირის გამნავლობაში საშუალოდ 22.6 ქულას (ჩემპიონატის უმაღლესი მაჩვენებელი), 6.6 მოსხნასა და 1.7 დაფარებას აგროვებდა.[20] ტურნირის განმავლობაში მან აშშ-ის ნაკრების წინააღმდეგ 25 ქულა დააგროვა თუმცა მათთან მაინც დამარცხდა. აშშ-ის ამ გუნდში თამაშობდნენ შემდგომში უკვე NBA-ის 2017 წლის დრაფტის მონაწილეები: ჯეისონ ტეიტუმი, ჯოშ ჯეკსონი, ცალებ სვანიგიანი და ივან რაბი; გარდა ამისა ნაკრებში თამაშობდნენ ომავალი კოლეჯის ვარსკვლავები, როგორებიცაა დიამონდ სტოუნი და მილაკ მიუმენი.[21][22]
რუი ჰაჩიმურა იაპონიისთვის ასპარეზობდა 2017 წლის ფიბას 19-წლამდელთა მსოფლიო საკალათბურთო თასის ტურნირში, რომელშიც საშუალოდ 20.6 ქულასა და 11.0 მოხსნას აგროვებდა.[23] 2019 წლის ფიბას მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო რაუნდში, ჰაჩიმურამ იაპონიის ნაკრების დასახმარებლად 25 ქულა მოიპოვა და ირანი ანგარიშით 70-56 დაამარცხა.[24]
კარიერული სტატისტიკა
რედაქტირებალეგენდა | |||||
---|---|---|---|---|---|
GP | ნათამაშები თამაშები | GS | სასტარტოში იყო | MPG | დრო თითოეულ თამაშში (წუთებში) |
FG% | სროლის პროცენტი | 3P% | 3-ქულიანების სროლის პროცენტი | FT% | საჯარიმო სროლის პროცენტი |
RPG | მოხსნა თითოეულ თამაშში | APG | შედეგიანი გადაცემა თითოეულ თამაშში | SPG | ჩაჭრა თიოეულ თამაშში |
BPG | ბლოკი თითოეულ თამაშში | PPG | ქულა შითოეულ თამაშში | Bold | კარიერის უმაღლესი მაჩვენებელი |
კოლეჯში
რედაქტირებაწელი | გუნდი | GP | GS | MPG | FG% | 3P% | FT% | RPG | APG | SPG | BPG | PPG |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
2016–17 | გონძაგა | 28 | 0 | 4.6 | .528 | .286 | .542 | 1.4 | .1 | .2 | .1 | 2.6 |
2017-18 | გონძაგა | 37 | 2 | 20.7 | .568 | .192 | .795 | 4.7 | .2 | .5 | .5 | 11.6 |
2018-19 | გონძაგა | 37 | 37 | 30.2 | .591 | .417 | .739 | 6.5 | 1.5 | .9 | .7 | 19.7 |
კარიაერის მანძილზე | 102 | 39 | 19.7 | .579 | .316 | .746 | 4.4 | .8 | .6 | .5 | 12.1 |
უილიამ ჯონსის თასი
რედაქტირებაწელი | გუნდი | GP | GS | MPG | FG% | 3P% | FT% | RPG | APG | SPG | BPG | PPG |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
2015 | იაპონია | 4 | 4 | 30.2 | .576 | .286 | .762 | 6.0 | 1.2 | 1.8 | 1.0 | 21.5 |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Rui Hachimura. Gonzaga University Athletics. ციტირების თარიღი: November 22, 2018.
- ↑ Medcalf, Myron. The education of Gonzaga's Rui Hachimura. ESPN (November 16, 2018). ციტირების თარიღი: November 22, 2018.
- ↑ Rui Hachimura. ციტირების თარიღი: November 22, 2018.
- ↑ Rui Hachimura's profile. FIBA. ციტირების თარიღი: November 10, 2018.
- ↑ Mandel, Stewart. Japan will be watching the Final Four just to see this guy you probably don't know. Fox Sports (March 30, 2017). ციტირების თარიღი: November 10, 2018.
- ↑ 6.0 6.1 Nagatsuka, Kaz. Hachimura powers Meisei High to Winter Cup title (December 29, 2013). ციტირების თარიღი: November 10, 2018.
- ↑ Nagatsuka, Kaz. Hachimura guides Meisei High to impressive victory in Winter Cup opener (December 25, 2015). ციტირების თარიღი: November 10, 2018.
- ↑ Nagatsuka, Kaz. Future looking bright for Japanese men's basketball (June 22, 2015). ციტირების თარიღი: November 10, 2018.
- ↑ Jordan Brand Classic Box Score International Game. Jordan Brand Classic (April 17, 2015). ციტირების თარიღი: November 10, 2018
- ↑ The next wave of international prospects (January 31, 2015).
- ↑ MBB Signs Hachimura to National Letter of Intent. Gonzaga University Athletics (November 21, 2015). ციტირების თარიღი: November 10, 2018.
- ↑ Jones, Kaelen. (April 15, 2019) Gonzaga's Rui Hachimura Declares for NBA Draft. Sports Illustrated. ციტირების თარიღი: May 9, 2019.
- ↑ Caron, Emily. (June 20, 2019) 2019 NBA draft: Rui Hachimura is first Japanese-born player drafted | SI.com. Sports Illustrated. ციტირების თარიღი: June 20, 2019.
- ↑ Doncic-Porzingis debut carries Mavs past Wizards, 108-100 (October 23, 2019). ციტირების თარიღი: October 23, 2019.
- ↑ Rui Hachimura profile, FIBA Asia U16 Championship for Men 2013 | FIBA.COM. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-02. ციტირების თარიღი: 2016-02-20
- ↑ Schedule & results | 2013 FIBA Asia U16 Championship for Men | ARCHIVE.FIBA.COM. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-02. ციტირების თარიღი: 2016-02-20
- ↑ Cheeseball alert at 2014 Albert Schweitzer Tournament. ციტირების თარიღი: 2016-02-20[მკვდარი ბმული]
- ↑ AST 2014 Japan « Deutscher Basketball Bund. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-02-20. ციტირების თარიღი: 2016-02-20
- ↑ game stats / standings « Deutscher Basketball Bund. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-09. ციტირების თარიღი: 2016-02-20
- ↑ Rui HACHIMURA at the Players of the 2014 FIBA U17 World Championship for Men - FIBA.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-02. ციტირების თარიღი: 2016-02-20
- ↑ United States of America v Japan - 12 Aug - FIBA.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-02. ციტირების თარიღი: 2016-02-20
- ↑ Mandel, Stewart. (March 30, 2017) Japan will be watching the Final Four just to see this guy you probably don't know. Fox Sports. ციტირების თარიღი: July 17, 2017.
- ↑ Japon at the FIBA U19 Basketball World Cup 2017 - FIBA.basketball fr. ციტირების თარიღი: 2017-07-09
- ↑ Dauster, Rob (September 18, 2018). „Rui Hachimura scores 25 as Japan upsets Iran in World Cup qualifier“. NBC Sports. ციტირების თარიღი: September 21, 2018.