რუბეროიდი
რუბეროიდი (ლათ. Ruber — წითელი და ბერძ. είδος — სახე, სახეობა) — რულონის სახის საბურულე და ჰიდროსაიზოლაციო მასალა; ამზადებენ საბურულე მუყაოსაგან, რომელსაც ჟღენთენ რბილი ნავთობის ბიტუმით და მის ორივე ზედაპირს ფარავენ ძნელდნობადი ბიტუმის შრით. რუბეროიდის რულონს პირის მხარეზე აქვს მსხვილმარცვლოვანი ან ქერცლოვანი მონაყარი, ქვედა მხარეზე კი — მტვრისებრი მინერალური მონაყარი. რუბეროიდის სხახესხვაობაა მინარუბეროიდი, რომლის დასამზადებლად იყენებენ მინაქსოვილს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 464.